1. ''სისხლიანი მერი'' ლეგენდის თანახმად ყველა ადამიანს შეუძლია დაინახოს მერი, მერი ხშირად გამოძახებით ჩნდება , ხშირადაც კი მისით მოდის. თუ მერის ნახვა გინდა, უნდა დადგე სარკის წინ, უნდა აავსო აბაზანა და ხელში სანთლით უნდა იძახო: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. და მას სარკეში დაინახავ. მერი უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი, ახლა კი ინებეთ კომენტარი, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკელმა გოგონა ნატალიმ დადო საშიშ-ბლოგზე. ნატალი პრესკოტი წერს: -გამარჯობათ, მე ნატალი ვარ. ამ თემასთან დაკავშირეებით (იქაც საუბარი იყო მერიზე) მინდა რაღაც მოვყვე, რაც სისხლიან მერიზე დაგარწმუნებთ. სამი წლის წინ მე, კლეო და სემი სემთან ვიყავით სტუმრად, ღამე იყო და სახლში უცნაური ქარი ქროდა, ჯერ ვითამაშეთ კარტი შემდეგ კი ცოტა წავიძინეთ, საღამოს სემმა ჩვენი შეშინება გადაწყვიტა და მოგვიყვა ამბები მეთევზეზე და სისხლიან მერიზე, თან იცინოდა, ნამდვილად არ სჯეროდა ამ ყველაფრის, შემდეგ შემოგვთავაზე მერის რიტუალის ჩატარება, მე კატეგორიული უარი განვაცხადე, მაგრამ სემიმ დაგვაძალა. ჩვენ აბაზანაში დავდექით სანთლით ხელში და დავიძახეთ: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. არაფერიც არ მოხდა, სემმა სიცილი დაიწყო. უცებ შეუქი ჩაქვრა და სარკეში დასახიჩრებული და ბინძური ქალბატონის აჩრდილი გამოჩნდა, ეს წამიერი იყო, ამის შემდეგ სემი დამუნჯდა და ვეღარ ლაპარაკობს, მას შიშები დღემდე აქვს. 2. ''ეს ქართული ლეგენდაა'' დაახლოებით 18 წლის წინ,თერჯოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავიდა და სოფლის განაპირას,მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა.დღისით იშიათად ჩნდებოდა ქუჩაში და მაშინაც შავი სათვალე ეკეთა.სოფლელები მისით პირველსავე დღეს დაინტერესდნენ და გაარკვიეს, რომ უცნობი პროფესიით ექიმი იყო, თუმცა მასთან მისული არც პაციენტი უნახავთ და არც სტუმარი. ექიმი შინიდან გვიან გადიოდა და განთიადისას ბრუნდებოდა. სად დადიოდა , არავინ იცოდა. ერთ დილით კი მისი ეზოს ჭიშკარტან ძაღლებმა ყეფა და ყმუილი ატეხეს.ერთ ადგილს ურბენდნენ დგარშემო და პატონებისთვის რაღაცის მინიშნებას ცდილობნენ.იმ დღეს მეზობლები შემზარავი სურათის მომსწრენი გახდნენ – ეზოში ყელგამოღადრული ადამიანი ეგდო, რომელიც, სავარაუდოდ , ძაღლებმა სამალავიდან გამოათრიეს. მასპინძელი არსად ჩანდა.პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა. სახლი გაჩხრიკეს და სარდაფში ჩამარხული კიდევ 2 გვამი აღმოაჩინეს.თითოეულ მსხვერპლს კისერთან მთავარი არტერია კბილებით ჰქონდათ გადაღრღნილი. ეს ამ რაიონში ვამპირის გამოვლენის პირველი შემთხვევა იყო.მთავარი დამნაშავე კი უკვალოდ გაქრა.ასეთი რამ რამდენიმე თვით ადრე თბილისში, ისნის რაიონში დაფიქსირდა. "სისხლისმწოველი” არსება ვერ დაიჭირეს.მის სამალავში 4 ქალის გვამი იყო ჩაცემენტებული,1 სამარხიც მომდევნო მსხვერპლისათვის მოემზადებინა…. 3. ''ღვინის ლაქა'' ალექსი ყვება:" სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა. მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი. მოხუცმა კი მიპასუხა: "შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო" მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე. ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა."
|