კელაპტარი ხარ ზღვის გადაღმა რომ
მზეთუნახავმა დადგა სარკმელზე
ზღვა კი ის გზაა,შენსკენ მომავალს
დაუსრულებლად რომ მეჩვენება.
ახლაც ვდგავარ და შენს სიტყვებში
ასე ბრძნულსა და ნუგეშისმცემში
ჩემთვის საჭირო აზრს ვეჭიდები
...თითქოს ეს იყოს ბოლო ბილეთი
ბილეთი იმ ერთ მატარრებლისა
რომელიც არასდროს,არვის არ ელის
და სანატრელი და სანუკვარი
ცხოვრების გზისა რომ აქვს სახელი
მე შენს მზერაში,შენს ლურჯ თვალებში
დავეძებ შვებას რეალობისგან
და როგორც ბავშვი,შეშინებული
დედის კალთისებრ შენ გეფარები
და ვდგავართ ასე...მე და შენ,ორნი
ეს ქარი მაინც ჯიუტად კვლავ ქრის
მერე,შენ წახვალ და დამივიწყებ,
მაგრამ მე და ქარს გვემახსოვრები!
By:Nini Bukia
მენატრება თითქოს გულიც მასთან რჩება
მენატრება მაგრამ ის ჩემთან არ ჩნდება
მენატრები მაგრამ მაინც მეჩემები
და ბოლოს მე მახსენდება
ის ხომ ჩემი აღარ არის
ის ხომ ეხლა სხვასთან რჩება
მენატრება ტკივილამდე მენატრება
და ჩემი გულიც ისევ მასთან რჩება
მისი გული მეჩემება
მისი სუნთქვაც მეჩემება
მისი სულიც მეჩება
მისი თავიც მეჩემება
By:ana kopadze