|
|
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » ლინდსი ლოჰანი გამოსწორდა
2:42 PM ლინდსი ლოჰანი გამოსწორდა |
ლინდსი ლოჰანმა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არა შესრულებული როლებით, არამედ აშშ-ის კანონმდებლობის ხშირი დარღვევით გახდა ცნობილი, როგორც იქნა, თავის კრიმინალურ წარსულთან კავშირი გაწყვიტა.
გუშინ ლოს-ანჯელესის სასამართლოში მოსმენა გაიმართა, რომელზეც მსახიობს ნახევარი წლის წინ მისჯილი პირობითი სასჯელი მოუხსნეს. ლინდსიმ საზოგადოებრივი საქმიანობაც დაასრულა, ახლა მას არანაირი პრობლემა აღარ აქვს კანონთან.
ახლა მსახიობს თავისუფლად შეუძლია აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ამას პრობაციის დროსაც უპრობლემოდ აკეთებდა. ვარსკვლავს არცერთი ევროპული მოდის კვირეული არ გამოუტოვებია.
სასამართლოს დარბაზიდან გამოსული ლინდსი არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. გარდა კარგი განწყობისა, მას გემოვნებითაც ეცვა. ლინდსი უკვე იმიჯზე ზრუნავს. ის აღარ გავდა თვალებჩაწითლებულ გოგოს სასამართლო სხდომათა დარბაზში საქმის პირველი მოსმენებისას. მას ცისფერი შარვალი და პიჯაკი ეცვა და მოდის კრიტიკოსთა ქებაც დაიმსახურა.
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 579 |
დაამატა: T_miley
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 6:14 AM
თქვენი IP: 3.149.25.26
თარიღი: 2025-01-04
|
|