ბრიტანელი მომღერლის, ლეონა ლუისის სიმღერის ორი დემო-ვერსია ქსელში გამოჩნდა. კომპოზიციების „I Miss You Missing Me" და „Mountains" ნაწყვეტები გუშინ გავრცელდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიმღერა „I Miss You Missing Me" თავდაპირველად ჩინელი მომღერლისთვის, ბიბი ჩოუსთვის იყო დაწერილი; კომპოზიციის „Mountains" ჩაწერისას კი მონაწილეობა მიიღო ბრიტანელმა ემილი სანდემ. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა სიმღერა ემილის სადებიუტო ალბომში.
„ამჟამად უკვე ვასრულებ ახალ ფირფიტაზე მუშაობას. ვიმედოვნებ მას ზაფხულში შემოგთავაზებთ... მაქვს თრექები 90-იანის სტილშიც... მოუთმენლად ველი იმ წუთს, როდესაც მსმენელს წარვუდგენ ნამუშევარს" - აცხადებდა ლუისი ცოტა ხნის წინ.
შეგახსენებთ, რომ ალბომის „Glassheart" რელიზი თავდაპირველად 2011 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, რის შემდეგაც პრეზენტაციის თარიღი ორჯერ შეიცვალა - მარტში და 2012 წლის ოქტომბრით.
|