ცნობილი მომღერალი, მადონა გუშინ ბერლინში მსოფლიო ტურნეს - MDNA-ს ფარგლებში, კონცერტის დროს სცენაზე ატირდა. მადონამ თაყვანისმცემლებს ახალი ჰიტებისა და ძველი სიმღერების მიქსი წარუდგინა. მომღერალს 1984 წლის ჰიტის - "როგორც ქალწულის" შესრულებისას თვალზე ცრემლი მოადგა. სიმღერა სიყვარულზეა და ის მომღერალმა 80-იანებისთვის დამახასიათებელ ნელ ტემპში შეასრულა. მომდევნო კონცერტი ვარსკვლავს 9 აგვისტოს რუსეთში, პეტერბურგში აქვს დაგეგმილი. იხილეთ ვიდეო: