პოპის დედოფლის, მადონას მსოფლიო ტურნე MDNA თელ-ავივიდან დაიწყო. პირველივე კონცერტზე მადონამ სიმღერა Nobody Knows Me (არავინ მიცნობს მე) სკანდალური ვიდეორგოლის ფონზე წარმოადგინა.
შესრულების დროს მომღერლის ზურგსუკან ნაჩვენებ კლიპში მადონას სახე პოლიტიკურ მოღვაწეთა ვიზუალით იცვლებოდა. მათ შორის იყვნენ ადოლფ ჰიტლერი, რომლის შუბლზე ნაციზმის სიბოლო,ბორჯღალი იყო დატანილი, ბარაკ ობამა, ბინ ლადენი, ჰოსნი მუბაქი, ალექსანდრ ლუკაშენკო. კლიპის ბოლო ნაწილში დიქტატორები ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების სახეებმა ჩაანაცვლეს.
ვიდეორგოლში სხვადასხვა რელიგიური და პოლიტიკური სიმბოლოები, ომის კადრები, საბრძოლო შეტაკებებისა და სუიციდის მსხვერპლი ბავშვებიც გამოჩნდნენ.
იხილეთ ვიდეო: ისრაელში მადონას კონცერტზე ვიდეოკლიპში ჰიტლერი და სვასტიკა გამოჩნდა.