ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც პოპის დედოფალი მადონა რეპერ ნიკი მინაჟს 29-ე დაბადების დღეს ტუჩებში კოცნით ულოცავს. მათ ერთობლივი კლიპი "Give Me All Your Luvin" გადაიღეს.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მადონა იუბილარს ტორტით ხელში და სიმღერით დაბადების დღეს ულოცავს. როცა ნიკი ემზადება, რომ ტორტზე დანთებულ სანთლებს სული შეუბეროს, მადონა მას ტუჩებში კოცნის.
პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მადონამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მისმა სიმთვრალემ ”წაახალისა”.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადონა კამერის წინ ქალ მომღერალს ტუჩებში კოცნის. 2003 წელს, MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე მადონამ მომღერალ ბრიტნი სპირსს აკოცა.
|