|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » მადონას შვილებს დედის სიმღერები სძულთ
5:03 PM მადონას შვილებს დედის სიმღერები სძულთ |
პოპ-მომღერალ მადონას შვილებს დედის მუსიკალური შემოქმედება სძულთ.
"ჩემი შვილები ყოველთვის გულწრფელად გამოხატავენ, რაც არ მოსწონთ. ისინი უბრალოდ მეუბნებიან, დედიკო, გამორთე ეს მუსიკა", - განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მადონამ აღნიშნა, რომ ასაკის მატების მიუხედავად, მუსიკალურ კარიერაში კვლავ დიდი ენთუზიაზმით მუშაობს.
"შემიძლია განვაცხადო, რომ ასე გულმოდგინედ არასდროს მიმღერია. ჩემი ცხოვრება ლოცვისა და გულმოდგინე მუშაობის კომბინაციაა. მსოფლიო ტურნესთვის ვემზადები და მინდა მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა შევთავაზო", - განაცხადა მან.
პოპ-მომღერალმა ახალი ალბომით MDNA დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. მან ელვის პრესლის რეკორდი მოხსნა.
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 609 |
დაამატა: DemSMiley
| რეიტინგი: 2.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 7:16 AM
თქვენი IP: 18.227.102.228
თარიღი: 2025-01-04
|
|