პატარა ცვლილებები ნივთებზე , შეიძლება ძალიან დიდი ეფექტის მოხდენის საშუალება იყოს ადამიანზე, სწორედ ამ იდეით იხელმძღვანელეს კორეელმა დიზაინერებმა ზეო ვონგმა და ჰანა ჩანგმა, შექმნეს ჩაის მაგიდა , რომელიც ”მოლივლივე” ეფექტით არის. მაგიდის ზედაპირი შედგება მრავალი ბოჭკოვანი დაბოლოებით, რომელიც წყლის ეფექტს ქმნის და მომხმარებელი , როდესაც ჭიქას დადგავს ზედაპირზე, მოლილვლივე ეფექტი იქმნება. საინტერესო ისაა, რომ წყლის ზედაპირის ლივლივი ხდება არა თითის შეხებით, არამედ ლამბაქის ან ჭიქის დადებით, რადგან იგი სიმძიმეზე და მოძრაობაზე რეაგირებს, მხოლოდ დადგმული ფინჯანზე ის არ მოქმედებს. ეს ნამუშევარი ახალგაზრდების სადიპლომო ნაშრომია ეინთჰოვენის IM-ის სამაგისტრო პროგრამისთვის და იმედოვნებენ რომ ამ ნამუშევარს წარმოებაში მალე ჩაუშვებენ. ჰანა ჩანგმა განაცხადა: ”არსებობს აზიელ ხალხში ასეთი რწმენა, ცხვრებაში პატარა პროცესის შეცვლის შემდგომ ადამიანი იცვლება შინაგანად, ხოლო ამ ”მოლივლივე მაგიდით” ადამიანები შეცვლიან არა მხოლოდ თავის ცხოვრებას არამედ საკუთარი ოჯახის წევრების და სტუმრების ცხოვრებას. ეს არის ძალიან კარგი და ხალისიანი გამოგონება , რომელიც სიამოვნებით მექნებოდა სახლში და მას აუცილებლად დავიდგავ ჩემს სასტუმრო ოთახში”
|