პოპ-მუსიკის მეფის, აწ გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის გამოქვეყნებულმა ანდერძმა, მისი ნათესავები შოკში ჩააგდო, თავის დროზე. მომღერალმა არაფერი დაუტოვა თავის ყოფილ ცოლებს, და-ძმებს და მამას. მთელი თავისი დანაზოგი დაუტოვა დედას და სამ შვილს.
ანდერძი, რომელიც ხელმოწერილია 2002 წელს, გვამცნობს, რომ მომღერლის დედამ, კეტრინ ჯექსონმა მიიღო შვილის ქონების 40%, მიახლოებით 99 მილიონი დოლარის ოდენობით, 40% - გადანაწილდა შვილებზე, ხოლო დარჩენილი 20% - ქველმოქმედებაზე.
თუმცა, ჯექსონის შვილებს თავიანთი ფულით სარგებლობის განსაკუთრებული პირობები ექნებათ. თითოეულ მათგანს სრულწლოვანების მიღწევისას ექნება უფლება, დანიშნოს თავისი ქონების მმართველი, რომლის ოდენობა იმ დროისთვის მინიმუმ 33 მილიონი დოლარი იქნება. 30 წლის ასაკში მომღერლის მემკვიდრეებს თავიანთი ქონების სრულად განკარგვის და მესამედის დახარჯვის უფლება ექნებათ, 35 წლის ასაკში - ნახევრის დახარჯვის, ხოლო 40 წლის ასაკში სრულფასოვანი მფლობელები გახდებიან, ყოველგვარი პირობების გარეშე.
ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღნიშნავენ, რომ ჯექსონი ძალზე ბრძნულად მოიქცა, როცა ანდერძი ასეთი სახით შეადგინა: მისი მემკვიდრეებს არაფერი ექნებათ სადავო ფულის გამო, ბავშვები კი უზრუნველყოფილნი იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე. მომღერლის დანარჩენ ახლობლებს კი არცერთი ცენტიც არ შეხვდათ. ოჯახის ახლობლები ამ გადაწყვეტილებას დაუჯერებლად თვლიან, რადგან მიუხედავად ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობისა, ჯექსონი ყოველთვის ძალზე გულუხვი იყო.
|