|
|
მთავარი » 2012 » მარტი » 31 » მარია ანტუანეტას ფეხსაცმელი 43 000 ევროდ გაიყიდა
5:41 PM მარია ანტუანეტას ფეხსაცმელი 43 000 ევროდ გაიყიდა |
ინკოგნიტო კოლექციონერმა საფრანგეთის დედოფლის, მარია ანტუანეტას ფეხსაცმელი აუქციონზე 43 000 ევროდ შეიძინა. საფრანგეთში, ქალაქ ტულონში გამართულ აუქციონზე დედოფლის კუთვნილი წყვილი თეთრი ატლასის ფეხსაცმლის გარდა, საფრანგეთის რევოლუციის დროინდელი სხვა ნივთებიც იყო წარმოდგენილი. ლოტი თავდაპირველ ღირებულებაზე 14-ჯერ ძვირად გაყიდეს.
აუქციონის ორგანიზატორების თქმით, დედოფალს 1790 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების პირველ წლისთავზე სწორედ ეს ფეხსაცმელი ეცვა. იმ დღეს მარია ანტუანეტას თეთრი კაბა ემოსა და ფერადლენტიანი ქუდი ეხურა.
დედოფლის ბედი საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა. მისი მეუღლის, ლუდოვიკ XVI მმართველობის დროს მეფის მფლანგველობის და მარია ანტუანეტას დაუდევრობის შესახებ ლეგენდები დადიოდა. იგი ქმრის არაერთ ღალატსა და სამეფო ხაზინის განიავებაში დაადანაშაულეს.
1992 წლის აგვისტოში სამეფო ოჯახი დააპატიმრეს. მეფე სასამართლოს გადასცეს და 1793 წლის 21 იანვარს სიკვდილით დასაჯეს. მარია ანტუანეტა რამდენიმე თვის განმავლობაში ციხეში იჯდა.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა მარია ანტუანეტა სახელმწიფოს ღალატში და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. ის სიკვდილით პარიზში, 1793 წლის 16 ოქტომბერს დასაჯეს.
დაამოწმა:Marriieee
|
კატეგორია: News სიახლეები ♥ |
ნანახია: 591 |
დაამატა: T_miley
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
პროფილი |
გამარჯობა: სტუმარი
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
საათი: 5:51 AM
თქვენი IP: 3.15.144.162
თარიღი: 2025-01-04
|
|