მომღერალმა მერაია ქერიმ და მისმა მეუღლემ ნიკ კენონმა პარიზში მეორედ იქორწინეს. ქორწინებიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ მერაიამ და ნიკმა გადაწყვიტეს, სასიხარულო თარიღი გაემეორებინათ. ამისთვის მათ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი - პარიზი აირჩიეს. მომღერალი მეუღლესთან ერთად დღესასწაულის მოსამზადებლად ქალაქში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.
27 აპრილის ღამეს, მეგობრების ვიწრო წრეში, წყვილმა სიყვარულის და ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ დადო. მერაიამ საკუთარი ქორწილისთვის შავქამრიანი თეთრი ატლასის კაბა აირჩია. ნიკს მკაცრი სმოკინგი ეცვა და შავი ჰალსტუხი ეკეთა.
აღსანიშნავია, რომ წყვილის ქორწილს მათი შვილები, ტყუპები - მაროკანი და მონრო არ ესწრებოდნენ. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილები ჯერ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ დედის და მამის სიხარული გაიზიარონ.
მერაია მეუღლეზე გაცილებით ბედნიერად გამოიყურებოდა, ნიკს საკმაოდ გადაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ მის დაღლას სერიოზული მიზეზი აქვს - ნიკ კენონს ახლახან ქრონიკული ნეფრიტი დაუდგინეს.
2012 წელს იგი საავადმყოფოში რამდენჯერმე იწვა. ჯანმრთელობის პრობლემები ნიკს ჯერ კიდევ იანვარში დაეწყო. მაშინ მუსიკოსი თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
|