ინსტრუმენტები : პიანინო, გიტარა
ხელმოწერა :
ცხოვრების ადრეული წლები
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი).მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში
კარიერა
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000.[6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.
2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევებილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".
მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.
2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.
2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა".იგი წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციას.წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა,რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.
2012 წლის 4 მაისს გამოვიდა ფილმი LOL: Laughing Out Loud,რომელიც არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმის LOL (Laughing Out Loud).მაილი მთავარ როლშია,ასევე მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
2012 წლის იანვარში მაილიმ გამოუშვა ახალი ვიდეო რგოლი ბობ დილანის სიმღერაზე "You're Gonna Make Me Lonesome When You Go", მისმა შესრულებამ კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა :„თუ არსებობს რამე ,რაც მაილი საირუსის, როგორც მომღერლის ზრდაზე მეტყველბს, ეს არის ბობ დილანის სიმღერის ქოვერის შესრულება და რაც მთავარი კარგი შესრულება."
ფილმოგრაფია
| 2003
| [[დიდი თევზი]]
| რუთი
|
|-
| 2007
| [[მაგარი მიუზიკლი 2]]
| გოგონა აუზზე
|
|-
| 2008
| [[Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert]]
| ასახიერებს საკუთარ თავს/ჰანა მონტანა | 3D საკონცერტო ფილმი
|
|-
| 2008
| [[ვოლტი (2008 წლის ფილმი)|ვოლტი]]
| პენი
|
|-
| 2009
| [[ჰანა მონტანა: ფილმი]]
| მაილი სტიუარტი /ჰანა მონტანა
| მთავარი როლი
|-
| 2010
| [[უკანასკნელი სიმღერა (ფილმი)|უკანასკნელი სიმღერა]]
| ვერონიკა "რონი" მილერი
| მთავარი როლი
|-
| 2010
| [[სექსი დიდ ქალაქში 2]]
| ასახიერებს საკუთარ თავს
|
|-
| 2011
| [[ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს]]
| ასახიერებს საკუთარ თავს
|
|-
| 2012
|[[LOL: Laughing Out Loud]]
| ლოლა
| მთავარი როლი
|-
| 2012
| So Undercover
| მოლი
| მთავარი როლი
|}
{| class="wikitable sortable"
|+ სატელევიზიო
! წელი
! სათაური
! როლი
! class="unsortable" | შენიშვნები
|-
| 2001–2003
| Doc
| კაილი
|
|-
| 2006–2011
| [[ჰანა მონტანა]]
| მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა
| მთავარი როლი
|-
|2006-2008
| Disney Channel Games
| ასახიერებს საკუთარ თავს/ ჰანა მონტანა
| კონკურსანტი,სპეციალური შემსრულებელი
|-
| 2006
| The Suite Life of Zack & Cody
| მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა
|
|-
| 2006–2008
| Disney 365
| ასახიერებს საკუთარ თავს
|
|-
| 2007
| The Replacements
| ცნობილი ვარსკვლავი (ხმა)
|
|-
| 2007–2008
| იმპერატორის ახალი სკოლა
| იატა (ხმა)
|
|-
| 2008
| E! True Hollywood Story
| ასახიერებს საკუთარ თავს
| დოკუმენტური გადაცემა
|-
| 2009
| The Suite Life on Deck
| მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა
| Wizards on Deck with Hannah Montana
|-
| 2011
| [[Saturday Night Live]]
| ასახიერებს საკუთარ თავს
|
|-
| 2011
| i.am FIRST: Science is Rock and Roll
| ასახიერებს საკუთარ თავს
|
|-
| 2012
| Punk'd
| ასახიერებს საკუთარ თავს
ტურნეები
1. Best Of Both World ( 2007-2008 years )
2. Wonder World Tour (2009)
3. Hypsy Heart Tour (2011)
ჯილდოები და ნომინაციები
ჯილდოები - 60
ნომინაციები - 99
სულ ეს იყო !!
იმედია მოგეწონებათ ^^
ძალიან ბევრი ვიწვალე
და დაკოპირებული არ ვნახო
თორე.. ;დ