მონანიება .. ! )
ბევრი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე რომ წიგნი,რომელიც მე წავიკითხე თქვენთვისაც წამეკითხებინა ასე ვთქვად:დ
როგორც გავიგე რამოდენიმეს ჩემსავით ყვარებია გამოძიებები და ასეთი რაღაცეები:დ.
სწორედ ეს არის ამ წიგნშიც..
წიგნი არის ძველი და ცოტა ძველ ენაზეა დაწერილი მაგრამ დამიჯერეთ ძალიან სანტერესოა<3.
წიგნი შედგება სულ 414 გვერდისგან.
დიდ თავებს დასვდებ<3 როგორც თქვენ გინდათ რავიცი ))
შეუსვენებლივ თოვს...ქათქათა ზეწარში გახვეულ ქალაქს შუაღამის სიწყნარე დაუფლებია.
ასეთი ზამთარი დიდი ხანია არ სწვევია ქუთაისს.
დეკემბრის ცივი,წვიმიანი ამინდების შემდეგ ახალი წელი თბილი მზის სხივებით შემოვიდა ქალაქში და თოვლის მომლოდინე პატარებს საახალწლო გუნება გაუფუჭა.
მთელი ათი დღე ისეთი ამინდები დაიჭირა,ხეებს კვირტები დაებურცათ.
სწორედ მაშინ,როდესაც ყველას დაავიწყდა ზამთარი,დილით გაღვიძებულმა ქუთათურებმა ტეთრად გადაპენტილი იხილეს საყვარელი ქალაქი.
თითქოს დაკარგულს ინაზღაურებსო,სამი დღე გადაუღებლად თოვდა.
ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა,თოვლმა გაუვალი გახადა ქუჩები. მხოლოდ აქა–იქ იყო გზებიი სადაც თოთო–ოროლა მანქანა ჩაივლიდა.
ღამის 2 საათია..
თოვს..
სიჩუმეა ქუჩებში...
თეთრნაბადწამოსხმული მარად მწვანე ნაძვები გოლიათებივით დგანან და გარინდულან.
ქალაქის პარკის გვერდით ცალკე სახლია. იქ შუქი ციმციმებს– არ სძინავთ მილიციის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოლკოვნიკ ბალანჩივაძის ბინაში.
ბოლკოვნიკის მეუღლე ნინო და რძალი ციალა მაგიდას ალაგებენ.სავარძელში მოხერხებულად მჯდარი პოლკოვნიკი ნება–ნება აბოლებს თამბაქოს და მოფუსფუსე ქალებს ესაუბრება.
12 იანვარი ტრადიციული დღეა ბალანჩივაძის ოჯახში.
ერთადერთი შვილიშვილს,ცელქს და მოუსვენარ თამაზს დღეს 10 წელი შეუსრულდა,პაპამ მეათედ აღნიშნა ეს თარიღი.
როგორც ყოველთვის, დღესაც ყველაფერი პაპას განაწესით გაიმართა.
საზეიმოდ მორთული პატარა იუბილარი კრავივით დასდევდა პაპას,თვალებგაბრწყინებული ეგებებოდა სტუმრბს და თავაზიანად უხდიდა მადლობას დაბადებისდღის მომლოცველევს.ეს დღე დაუვიწყარი იყო მომავალში თამაზისთვოს.
ორი წლის წინათ პაპამ დება დართო ღამის 12 საათამდე დარჩენილიყო უფროსებთნ.კმაყოფილი ბავშვი სიხარულით სარგებლობდა ამ უფლებით.
წლევანდელი 12 იანვარი მაინც განსაკუთრებით სასიხარულო იყო ბალანჩივაძის ოჯახისათვის: პოლკოვნიკი რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოიძახეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ხანგრძლივი და უმწიკვლო მუშაობისთვის შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
..პოლკოვნიკი სავარძელში შესწორდა.შემდეგ საწოლ ოთახისკენ გააპარა თვალი: ოჯახის ნებიერა მშვიდად ფშვინავდა.
ქალებმა მაგიდის ალაგება დაამთავრეს.
– დაწექით მამა,მოისვენეთ,უკვე გვიანია – წყნარად სთხოვა ციალამ მამამთილს
– არა უშავს,შვილო,დავიცდი,სადაა ილიაც მოვა.
– ილიას დააგვიანდება მამა,ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.
ტელეფონის ზარი გაისმა..
პოლკოვნიკმა საათს დახედა – სამს 15 წუთი აკლდა.
– ვინ უნდა რეკავდეს? იკითხა უნებურად და ყურმილი აიღო– პოლკოვნიკი ბალანჩივაძე გისმენთ..რაო? ნახევარი საათის წინ?.. სევასტოპოლის ქუჩაზე? კარგი..კი უსატუოდ.. არა,არ მეძინა,გელოდები...
ეხლა თან ვჩქარობდი,თან პირველი თავია.
მოკლედ მერე საინტერესოა.
თითები კი დამტყდა:დ თან პატარა წიგნია და წესვირად არ ჩანს ასოები:დ
თქვენზეა გავაგრძელებ თუარა ;))