MTV EMA 2012
შოუ და გამარჯვებულები
ფრანკფურტში ყოველწლიური
მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონია MTV Europe Music Awards 2012 ჩატარდა.
წელს შოუს წამყვანი, ეროვნებით გერმანელი, მოდელი ჰაიდი კლუმი იყო.გუშინდელი დაჯილდოვების
ტრიუმფალური გამარჯვებულები ჯასტინ ბიბერი და ტეილორ სვიფტი გახდნენ, მათ
სამ-სამი ჯილდო დაიმსახურეს. 22 წლის ტეილორ სვიფტმა ჯილდოების მიღების
შემდეგ თავისი სიმღერა We Are Never Ever Getting Back Together შეასრულა.შოუს ყველა არ დაესწრო,
თუმცა მათ სამადლობელი ვიდეოები ჩაწერეს, ასეთები არიან: ჯასტინ ბიბერი,
ნიკი მინაჟი, დევიდ გეტა, ჯგუფი One Direction. ღონისძიებას არ დაესწრო
რიანა- ის 8 ნომინაციაში წარადგინეს, თუმცა ვერ გაიმარჯვა, და კეტი პერი -
ხუთ ნომინაციაში წარდგენილი.
გთავაზობთ გამარჯვებულების სრულ სიას:
საუკეთესო ქალი შემსრულებელი: ტეილორ სვიფტი
საუკეთესო კაცი შემსრულებელი: ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო სიმღერა: კარლი რეი ჯეპსენი Call Me Maybe
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ პროექტი: მიკი მინაჟი
საუკეთესო ელექტრო პროექტი: დევიდ გეტა
საუკეთესო ცოცხალი შესრულება: ტეილორ სვიფტი
საუკეთესო look - ტეილორ სვიფტი
საუკეთესო ახალი შემსრულებელი: One Direction
საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებელი: ჰენ გენგი
საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფი: ლანა დელ რეი
საუკეთესო გამოსვლა პროექტ World Stage-ის ფარგლებში: ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო ვიდეო: PSY Gangnam Style
საუკეთესო როკ-ჯგუფი: Linkin Park
საუკეთესო პოპ-შემსრულებელი: ჯასტინ ბიბერი
საუკეთესო ფანატური მხარდაჭერა: One Direction
წლის გარდატეხა: კარლი რეი ჯეფსენი