ბავშვობა..ბევრჯერ გამჩენია სურვილი იმ ფერად სამყაროში დაბრუნების, რასაც ბავშვობა ქვია.არც ეხლა ვარ დიდი მაგრამ მაინც სულ პატარაობა მირჩევნია.როგორ მახსოვს ყველაფერი.ყველა ჩემი კარგი თუ ცუდი ჩვევა,რა მიყვარდა,რა არ მიყვარდა,ჩემი ენაც კი:დ.პატარა რომ ვიყავი ყველასგან განსხვავებული ენა მქონდა:დ,დედაჩემს ჩაწერილი აქ ჩემი სიტყვები და ახლა რომ ვკითხულობ,ჩუმად მეცინება გულში,თან მეღიმება რომ ასეთ რაღაცეებს ვამბობდი.ყველას ვაოცებდი ჩემი ენით:დ.აი რამდენიმეც ჩამოგითვლით.
ბუშტი: წითელიდა ბუშტი:დ(მწვანეც რო მდომებოდა მაინც ამას ვიძახდი)
სპილო: ფსტილო:დ
სიცოცხლე: დაცემინების დროს – სიკოკაკა.მოფერების დროს –სიქოლე:დ.
ითაშვილი : იტაუტი
საზამთრო : დაბოდა
აპალონი: აპოპა
ხათუნა: კატკუტკა
ლევანი: უიია :დ (ეს საოცრება:დ)
მაგდა: მატიკა
მარი: მამურა
პეტრუშკა: პეტკუშა
ამიყვანე: აპუკა
ზვიადი: დიადუია
ტრაქტორი: ტრაკრორი :დ
შნურუკები შემიკარი: შურუკები შემიკი :დ
ნახვამდის: ნაკა ნუკი
პროპკა: პოპკნა:დ
ბავშვობიდანვე მიყვარდა განსხვავებულობა.თითქმის ყველაფერში განსხვავებული ვიყავი.პატარები ბევრ რამეს არ ჭამენ ხო? მე რასაც მაჭმევდნენ ვჭამდი:დ,წინააღმდეგობას არასდროს ვუწევდი:დ.ყოველთვის განსხვავებული თოჯინები და სათამაშოები მქონდა.ყოველთვის მეგონა რომ როდესმე ჩემი თოჯინა დაილაპარაკებდა,თავისით გადაადგილდებოდა და საჭმელს შეჭამდა.თავისით ადგილდებდა რამოდენიმე ჩემი თოჯინა მაგრამ მე მინდოდა ისე გადაადგილებულიყო როგორც ადამიანი:დ.სუ განსხვავებული თოჯინები მყავდა ,ბებია მიგზავნიდა ხოლმე რაღაც საოცრებებს:დ, ყოველთვის მოსწონდათ ხოლმე ჩემი თოჯინები;დ,უამრავი ბარბი,დიდი და პატარა თოჯინები მყავდა..შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ სულაც არ არის სასაცილო.თოჯინები ხომ ყველა ბავშვის ცხოვრებაა?.სიმართლე გითხრათ მე ეხლაც ძალიან მიყვარს თოჯინები,არ ვთამაშობ მაგრამ მაინც.ისევ ისე მაქვს შენახული ჩემი თოჯინები როგორც რამოდენიმე წლის წინ როცა მათთან ერთად ვთამაშობდი.არაფერი არ მაქვს გაფუჭებული.არ ვიცი რატომ ვინახავ მაგრამ მინდა რომ ჩემი ბავშვობა არასდროს დამეკარგოს და მახსოვდეს როგორ მაქვს გატარებული დრო ჩემს თოჯინებთან ერთად,როგორ ვერთობოდი და როგორ ვუვლიდი შვილივით მათ. თუ დამივარდებოდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ნამდვილი ბავშვი დამივარდა;დ,საბანს ვაფარებდი ხოლმე არ შესცივდეს მეთქი. მახსოვს მე და ჩემი მეგობრებს ეზოში რომ დაგვყავდა თოჯინები და სუფთა ჰაერს ვაყლაპებდით:დ.ყველა მომენტი მკაფიოდ მახსოვს.
ჩვენს ეზოში თუ შემოიხედავდით,ყოველთვის დაინახავდით ბავშვებით გატენილ ეზოს.საკმაოდ დიდი ეზო ქონდა ჩემს კორპუსს და უამრავი ბავშვიც ცხოვრობდა.როგორ მახსოვს სულ რომ ვთამაშობდით.მაგალითად დედა–შვილობანა: დედობაზე ყოველთვის დასწრება იყო,''დედა მე ვარ,დაგასწარიიით!'' ამას თუ იტყოდი ესეიგი შენ იქნებოდი და ამას წყალი არ გაუვიდოდა !:დ.კიდევ მიყვარდა ხოლმე სახლობანას თამაში,ავკრიფავდი ხოლმე სათამაშო ჭურჭლებს,გავიტანდი გარეთ,მერე ბავშვები ავაშენებდით ხოლმე სადმე ''ჟეშტებით'' ან რამით სახლს,დავალაგებდით ჭურჭლებს და ვიქმნიდით ოჯახურ გარემოს.
ვაღიარებ რომ,ყველაფრით განებივრებული ბავშვი ვიყავი:დ,რაც მომინდებოდა ყველაფერი მქონდა.არ არსებობდა რამე სათამაშო მენახა,მომდომებოდა და არ მქონოდა.ბებიაჩემს ვატერორებდი ხოლმე საბერძნეთში ^^ :დ.ყოველთვის მისრულდებოდა სურვილი,ამისთვის კი ყველაზე დიდი მადლობა მამაჩემს.რატომ მას? მამიკოს გოგო ვიყავი ხოლმე:დ,ყველაფერს ის მყიდულობდა,თან ჩემს გემოვნებაში იჯდა :დ.
ბავშვობაში ძალიან მეშნოდა მწერების,რისიც ახლაც მეშინია.
ვერ ვიტანდი როდესაც ვინმე ჩხუბობდა.(სიმშვიდის მოყვარული ბავშვი ვიყავი:დ)
არ დავძვრებოდი ხეებზე.არადა ახლა ვნანობ და დედაჩემს ვაბრალებ.რატომ?,იმიტომ რომ დედაჩემი სულ ისე მაცმევდა რომ,ხეზე ასაძრომად არ გამოდგებოდა,მერე მიშლიდა არ ჩამოვარდეო.არადა მინდოდა ხოლმე:დ.
ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა.რაც ასაკის მიუხედავად კარგად გამომდიოდა.ეხლაც კარგად ვხატავ უბრალოდ 1 წელი იქნება არაფერი დამიხატავს ).
მახსოვს საქანელაზე რომ დავჯდებოდი,დედას ან ვინმეს ვეტყოდი: გამაქანავე რა.ის გამაქანავებდა,მე კი მეგონა აი ახლა საცაა ცაში ავფრინდებითქო ^.
ყოველთვის კარგად მეცვა,იმდენი ტანსაცმელი მქონდა 1 საათი ვარჩევდი ხოლმე რა ჩამეცვა:დ.
მგონი არ არსებობს ბავშვი რომელსაც მურტფილმები არ უყვარს.ხომ დამეთანხმებით?.ხოდა მეც ძალიან მიყვარდა ხოლმე: ნუ პაგაძი,ტომი და ჯერი და ბავშვები 402 ოთახიდან.
განსაკუთრებით მიყვარდა ნენსი:დ.
ეს კი ჩემი ბავშვობის 1 ფოტო.:დ.
მეორე ვერ ავტვირთე მიჭედავდა:დ ))
ვერ ვიტყვი ცუდი ბავშვობა მქონდათქო.რომ ვიხსენებ პირიქით,მიხარია რომ ასეთი პატარაობა მაქვს გამოვლილი.
ახლა უკვე იმასთან შედარებით დიდი გოგო ვარ:დ.
მოკლედ სულ ეს იყო ჩემი თემა,იმედი მაქვს მოგეწონათ ))