კონკურსის სათაურმა ძალიან დამაინტერესა, დაახლოებით კი მივხვდი რაც იქნებოდა, მაგრამ მაინც შევიჭყიტე შიგნით. იდეა ძალიან მომეწონა, ვფიქრობ განსხვავებული კონკურსია, რადგან პირადად მე ეს იდეა ჯერ არსად არ მინახავს. მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დიდხანს ვიფიქრე რომელი ფილმები ამერჩია რადგან უამრავი კინო მაქვს ნანახი, ბოლოს გადავწყვიტე და გთავაზობთ ჩემს თემას ^^ მართალია ზოგი ფილმი მოგეწონებათ, ზოგი არა მაგრამ ერთი პატარა კომენტარით მაინც შემიფასეთ .. ^^
1. Home Alone
დარწმუნებული ვარ, კიარადა ზუსტად ვიცი რომ თითოეულ ჩვენგანს ეს ფილმი ძალიან უყვარს ^^ კონკრეტულ ნაწილს არ დავასახელებ, ყველა ერთმანეთზე კარგია. მე პირადად ვგიჟდები ამ ფილმზე, უამრავჯერ მაქვს ნაყურები ♥
ისე სიმართლე რომ გითხრათ, ქურდები ცოტათი მეცოდებოდნენ კიდეც :დდ ^_^
2. Dream House ისეთი ფილმია, ორჯერ ვუყურე და ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი. ამიტომ მომეწონა ასე ძალიან, საშინელება + ფსიქოლოგია, ზუსტად რა ჟანრია ვერ გეტყვით, მაგრამ ის ვიცი რომ შემიყვარდა. ^^ ვისაც არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ უყუროთ.
3. The Twilight Saga უბრალოდ, სიტყვებით ვერ ავღწერ როგორ მიყვარს ფილმი. რომ დავთვალო ალბათ ჯერ მარტო პირველი ნაწილი 40ჯერ მაინც მექნება ნანახი, მეტჯერ თუ არა. უბრალოდ არ მწყინება, არც ერთი ნაწილი და მოუთბენლად ველოდები ნოემბერს, განთიადის მეორე ნაწილს ! ^^
4. გასეირნება ყარაბაღში სულ უცხოური ფილმები და ქართველებმა რაღა დავაშავეთ? განა ნაკლები ფილმები გვაქვს? ^^ თუ მხოლოდ ე.წ ძერსკობის გამო არ შეუძლია ვინმეს ქართული ფილმი მოეწონოს და მხოლოდ ამის გამო თქვას, ფუუ ამას როგორ უყურებთ ) უბრალოდ არ მესმის ასეთი ადამიანების . ^^
გასეირნება ყარაბაღშის ტრილოგიის სულ ახლად გამოსული მესამე ნაწილი ახლახან ვნახე და ძააააალიან მომეწონა ^^ უბრალოდ ძალიან მაგარი, ცხოვრებისეული ფილმი, რომელსაც ისე ვერ უყურებ რომ არ გაგეღიმოს ^ ჩემი კაი ბიჭი გოგლიკო და ჩემილუკა :$$ გირჩევთ უყუროთ, არამარტო მესამე ყველა ნაწილს. 5. ნიკო ... აპლოდისმენტები
ის მიიცვალა, ისე რომ ქვეყნად გამოიწვია დიდი ხმაური, ღმერთმა აცხონოს მუზების მეფე, ნიკო ჯეჯესძე გომელაური.
ადამიანი რომელსაც დიდ პატივს ვცემ
ადამიანი რომელიც მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება.
ფილმი, რომელიც მის ცხოვრებაზეა გადაღებული.
ფილმი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებ.
უბრალოდ არ შემიძლია.
ნიკო... აპლოდისმენტები.
მგონი არაფრის თქმა აღარაა საჭირო.
გადავიკითხე თემა და .. რა სისულელეა. მაგრამ მე უბრალოდ დავწერე რასაც ვფიქრობდი, ვერ გავიმარჯვებ მაგრამ ჩემი ხო მაინც გავაკეთე ^^ მოხარული ვიქნები თუ ოდნავ მაინც მოგეწონათ.
|