ჰოლივუდის მსახიობი ნატალი პორტმანი და მისი რჩეული, მოცეკვავე ბენჟამინ მაილიპაიდი დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონია გუშინ კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში გაიმართა. ცერემონია ებრაული საქორწილო რიტუალის ყველა წესის დაცვით ჩატარდა: წყვილი ჰუპას, ულამაზესი ყვავილებით მორთული ბალდახინის ქვეშ იდგა. ქორწილი პრესისთვის დახურული იყო. შესაბამისად, მისი ამსახველი ოფიციალური ფოტოები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ქორწილს წყვილის ნათესავები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. საქორწინო ბეჭდებით წყვილი ჯერ კიდევ "ოსკარის" 84-ე ცერემონიალზე გამოცხადდა. ამ ბეჭდებმა მედია დააეჭვა, რომ ნატალიმ და ბენჟამინმა საიდუმლოდ იქორწინეს, თუმცა მათ მაშინ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. დასავლური პრესა წერს, რომ ნატალიმ და ბენჟამინმა ოფიციალურად გუშინ იქორწინეს. ქორწილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. წყვილს ნიშნობა 2010 წლის დეკემბერში ჰქონდა. მაშინ ნატალიმ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია საიდუმლოდ ჩატარდა. მათ ერთმანეთი ფილმ "შავი გედის" გადაღებაზე გაიცნეს. წყვილს ერთი ვაჟი, ალეფი ჰყავთ.
|