მე და ჰაზა წავედით ბიჭების შესახვედრად.
- ჰარი ისინი არიან ?
- თუ ხედავ ოთხ ცანცარა დებილს და მეხუთეს რომელიც ჭამს მაშინ კი.
მის ნათქვამზე ნერვიულად გამეცინა. მანქანიდან გადავედით და ბიჭებთან მივედით. ბიჭები გავიცანით ყველამ კარგად მიმიღო. ისინი ძალიან მხიარულები იყვნენ განსაკუთრებით ნაიალი. ბევრი ვიცინეთ და ვიმხუარულეთ. შემდეგ ფილმს ვუყურეთ.უსლებზე მეცვა ამიტომ გამოცვლა გადავწყვიტე ჰარიმ ოთახში ამიყვანა თვითონ კი გავიდა. გამოვიცვალე და ოთახიდან გამოვედი ჰარის კარებთან მივედი უნდა გამეღო და უცებ ლიამის და ჰარის ხმა გავიგე:
- ლიამ! შენი საქმე არ არის! ნუ ყოფ ცხვირს ყველას ცხოვრებაში ჯერ შენს თავს მიხედე რა!
- ჰარი დამშვიდდი და მომისმინე. უბრალოდ გეუბნებირომ ჯობია წესიერად მოექცე მას. ვიცირომ სხვებივით გამოიყენებ და მაქსიმუმ ორ დღეში მიატოვებ , ისე როგორც ერთ დროს სხვები დატოვე. ყველამ იცის რომ საშინელი მექალთანე ხარ და გოგოებს მხოლოდ ერთი რამისთვის იყენებ.
ჩემს ნომერში დავბრუნდი და საწოლზე დავჯექი. ყველაფერი გავაანალიზე. ყურში სულ ლიამის სიტყვები ჩამესმოდა. ჩემს ოთახში ჰარი შემოვიდა. თავი შევატრიალე რომ ჩემი სახე არ დაენახა.
- პატარავ რა გჭირს?
- არაფერი , ჰარი.
- შემომხედე ... რატომ ტირიხარ?
- არაფერი.
- მითხარი.
- უკვე გითხარი.
ჰარი გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია. შემდეგ კი თითქმის ჩურჩულით მითხრა:
- ჩემი და ლიამის ლაპარაკი გაიგე?
- კი.