დილით რომ გავიღვიძე თავთან ჰარი მედგა.
– რაა გინდა?
– გთხოვ მომისმინე , მე შემიძლია აგიხსნა.
– ასახსნელი არაფერია, ვიცი რომ ძალით გააკეთე. არც კი ვიცი რატომ დავრჩი გუშინ აქ. ალბათ იმიტომ რომ იმედი მქონდა ყველაფერი შეიცვლებოდა.
– ერთი შანსი გთხოვ.
– შემეშვი ჰარი სთაილს! ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთხელ ხდება , მხოლოდ ერთხელ ადიხარ ციდან სამ მეტრზე!! შენ დააკარგე ყველაანაირი შანსი რომ დაგებრუნებინე.
– არ წახვიდე გთხოვ! არ დამტოვო! მიყვარხარ.
ჰარის თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.
– ჰარი .. მე არსადაც არ ვაპირებდი წასვლას , შენ გამიშვი. ეხლა კიდე გთხოვ ჩემი ოთახიდან გახვიდე. უნდა გავემზადო და .. წავიდე.
ჰარი ოთახიდან გავიდა. თავის ოთახში შევარდა კარები მიაჯახუნა და მტვრევის ხმა გავიგე. ყველაფერს ლეწავდა. მხოლოდ მაიკა და შორტები მქონდა. გამოვცივცვალე და ჩემი პიჟამო ჩანთაში ჩავტენე. შემდეგ კი გამოვედი. ტაქსდი გავაჩერე და სახლში მივედი. ნუცა სახლში არ იყო. ოთახში ავედი და იქ ჯასტინი დამხვდა.
– ჯასტინ! აქ რას აკეთებ ?
– მე უბრალოდ შენთან მოვედი , ბოდიშის მოხდა მინდოდა. ჩემი ბრალია.
– ამჯერად შენი ბრალი არ არის.
– პირველივე დანახვის დროს შემიყვარდი.
– ჯასტინ მაპატიე მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არ მცალია.. ჯობია მხოლოდ მეგობრები ვიყოთ.
– მაშინ მომიყევი რა მოხდა.
ჯასტინის გვერდით საწოლზე ჩამოვჯექი. მან ხელი გადამხვია. თავი მხარზე დამადებინა და ყველაფერი მოვუყევი. ნამდვილად მჭირდებოდა ისეთი ადამიანი ვისაც ყველაფერს მოვუყვებოდი. ამის მერე მე და ჯასტინი საუკეთესო მეგობრები გავხდით . და მასაც დასავით ვუყვარდი. მალე უნივერსიტეტში დავიწყეთ სიარული. სწავლის საკითხები ძალიან კარგად მიდიოდა. გადავწყვიტე ბარში მოღერლად დამეწყო მუშაობა. დღეს ჩემი პირველი დღეა , უკვე 14 თებერვალია. მე კიდე ჰარის გარეშე ვარ. ამდენი ხნის მანძილზე ბიჭებზე არაფერი გამიგია. ხუთივე ძალიან მაკლდნენ. განსაკუთრებით ჰარი. გამოვიცვალე და წავედი ბარში . უკვე ბევრი ხალხი იყო მოსული. მაკიაჟი გამიკეთეს , ტექსტი გადავიმეორე და გავედი სცენაზე :
შუა სიმღერის დროს ბარში ჰარი შემოვიდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. თითქმის ერთი თვეა რაც მისი სიფათი არ მინახავს და არ გამიგია მისი ხმა. როდესაც სიმღერას მოვრჩი , თვალებიდან ცრემლები მდიოდა. ხალხი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდნენ. სცენიდან გავედი გამოვიცვალე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. გასასვლელთან ჰარის შევეჯახე. ზედ არ შემიხედავს. გზა გავაგრძელე. ჰარის ვაიგნორებდი ის კიდე ლაპარაკს განაგრძობდა. ჰარიმ გზა გადამიღობა და მაკოცა. მოშორება მინდოდა მაგრამ დავნებდი.