დილით გავიღვიძე გვერდით ჰარი მეწვა მეგონა ეძინა. – დილამშვიდობისა ლამაზო! – გამარჯობა ჰაროლდ. – რა ლამაზი ხარ.. – კი , უმაკიაჟოდ , თმა აწეწილი და ვინიპუხის პიჟამოში. – ჩემთვის სულ ლამაზი ხარ. – ოოჰ ჰარი.. – არ გინდა დღეს შოპინგზე წავიდეთ? – კი , სიამოვნებით. – კარგი. მაშინ მე ეხლა სახლში წავალ და გამოგივლი მალე. – კაი. ჰარი წავიდა , მე კი მოწესრიგება დავიწყე . მალე ჩავიცვი , შემდეგ ჰაროლდიც მოვიდა. – ჰარი ოღონგ გთხოვ ეგ ქუდი მოიხსენი!
- რატო ? არ მოგწონს? მე ძალიან. – პატარა ბავშვივით ხარ. – ალბათ იმიტომ რომ ვარ ლამაზო )) – მაგ ქუდში არასერიოზული ჩანხარ – ვარ . – ნერვებს მიშლი. – ლაპარაკს თუ მორჩი ჯობია წავიდეთ ... მე და ჰარიმ ბევრი ვიარეთ , საღამოსკენ სახლში დავბრუნდით , მაგიდაზე ნუცას წერილი დამხვდა.. ის და ჯასტინი ჰავაიზე იყვნენ . ორივე ძალიან მომენატრნენ. – დავიღალე. ... – მე არა , მიყვარს შოპინგი. ჰარი ტახტზე იჯდა მე გვერდით მივუჯექი და მისი თმებით თამაში დავიწყე ... – მე ბედნიერი ვარ . – მე უფრო , სალ. – არაფერიც. – აქედან ბარსელონამდე... ;დდ – აქედან ცამდე .. – რამნიშვნელობა აქვს , მე უფრო ბედნიერი ვარ. – სადამდე? – ციდან სამ მეტრზე . – მიყვარხარ.
იმ დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა , მეორე დღეს დილით მე და ჰარიმ გასეირნება გადავწყვიტეთ. მე ბაღში ვიჯექი ჰარი კი ნაყინის მოსატანად იყო წასული. სკამზე სადაც ვიჯექი ქერათმიანი გოგო დაჯდა : – და შენ ალბათ სალომე ხარ ხომ? სთაილსის შეყვარებული – დიახ და თქვენნ ... – აჰ , მე ვიქტორია ვარ. – უკაცრავად მაგრამ არ გიცნობთ ასე რომ .. – შენ და ლიამი მაშინ შემოხვედით ოთახში როდესაც მე და ჰარი ერთმანეთს ვკოცნიდით.. – და ახლა რა გინდა? – უბრალოდ შენთვის თვალის ახელა მინდოდა , ნუთუ ვერ ვხვდები რომ ჰარი გატყუებს? – არ მატყუებს !! – გატყუებს , აბა მაშინ რატომ მაშინვე არ მოვიდა შენთან როცა გაიგო რომ მასთან სახლში იყავი ? იმიტომ რომ მთელი ღამე ჩემთან ერთად იყო. ვიქტორიას სახეში ხელი გავარტყი და ბაღიდან გამოვიქეცი. სახლში შევედი და ტირილი დავიწყე. ზუსტად 10 წუთში ჩემს ოთახში ჰარი შემოვარდა. – რა გჭირს? რატომ გამოიქეცი ? რა გატირებს? ჰარი მომიახლოვდა ხელი გადამხვია, თმები გადამიწია და თვალებში ჩამხედა. ამ მომენტში ჰარიზე მეტად არავინ მძულდა. მეზიზღებოდა მისი შეხება მისი ყურება. – უბრალოდ აიღე შენი ნივთები და აქედან გაეთრიე!! კარგი? – რა მოხდა? რა ბზიკმა გიკბინა? – უბრალოდ შემეშვი და დამივიწყე , ჰარი სთაილს ჩემთვის მკვდარი ხარ !! მომწყდი თავიდან. ჰარი სახლიდან გავაგდე, კუთხეში ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. რა კარგად ვიყავით გუშინ და დღღეს უკვე დავშორდით, სულ რაღაც წუთებში თუ წამებში ჩემი უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. '
ტელეფონზე ავტომოპასუხე მქონდა ჩართული , ამ დროს ჰარიმ დარეკა: – არ ვიცი რა დაგემართა დღეს , ვერ ვხვდები რატომ გაიქეცი ან რატომ გამომაგდე , მაგრამ მაპატიე ყველაფრისთვის რაც დაგიშავე. ტელეფონი მოვისროლე და სარკეს მოვარტყი რომელიც ნაწილებად დაიფხშვნა , მახსოვს მხოლოდ ის რომ ნატეხი ავიღე და შემდეგ სისხლის გუბე ...
*** ჰარი *** მივდიოდი პარკში და ველოდებოდი როდის დაიწყებოდა წვიმა .. გული მტკიოდა .. მინდოდა ბოლოხმაზე მეყვირა მაგრამ პირიდან ხმა არ ამომდიოდა. ამ დროს ვიქტორია შემხვდა რომელსაც გამარჯვებულის ღიმილი ჰქონდა. – სად არის შენი გოგო ? – რა გინდა? – არაფერი სთაილს ... ;)) – შენ უთხარი სალომეს? შენ ელაპარაკებოდი დღეს? – როგორი მიმხვედრი ყოფილხარ. სალომეს სახლისკენ გამოვიქეცი. კარები კინაღამ ჩამოვიღე მაგრამ ხმას არავინ მცემდა. სახლში შევვარდი და კუთხეში სისხლის გუბეში მიგდებული დავინახე. სიტყვებით ვერ ავღწერ რა დამემართა. სასწრაფო გამოვიძახე და მალე მოვიდნენ, არანაირი იმედი მქონდა რომ ის გადარჩებოდა. 2 საათის შემდეგ ნება მომცეს მასთან შევსულიყავი. თავისთავს ვერ გავდა. მეგონა კოშმარში ვიყავი. საწოლზე იწვა ფერკმთალი გოგო რომელიც არ გავდა ძველ სალის. სულ თეთრი იყო რომ შეხედავდით გეგონებოდათ მკვდარიაო. ამ ყველაფერში კი მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე. მალე ყველა მოვიდა , ლიამი , ნაილი , ელეანორი , დანიელა , ჯასტინი , ნუცა , ზეინი , ლუი. თვალწინ საშინელი სურათი წარმომიდგა. არანაირი იმედი მქონდა დარჩენილი რომ გადარჩებოდა .. წარმოვიდგინე მისი სიკვდილი და გამაჟრჟოლა ...
- – კი , უმაკიაჟოდ , თმა აწეწილი და ვინიპუხის პიჟამოში. ra magari iyo mara mere vaime shemecoda kinagam tirilic daviwye vici rom dadevi shemdgei tavi da vnaxav exla yochag kargi tavi iyo