ჰარი .. ?! სად ხარ .. ?! მჭირდები .. !! ვკვდები .. !! ვიცი რომ ვკვდები .. !! არ ვიცოდი რა მჭირდა .. სად ვიყავი სად ვიწექი, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი , ასე მეგონა თავზე მაწვიმდა .. სხეული არ მემორჩილება .. ვერ ვინძრევი .. ასე მგონია დრო გაჩერდა .. ვგრძნობ რომ სახეზე წვეთები მესხმება , ალბათ თავზე მაწვიმს .. მალე ყველაფერი დატრიალდა თითქოს დავუბრუნდი რეალობას .. ყველაფერი მემორჩილებოდა .. მიხარია , ცოცხალი ვარ .. მისი თბილი ხელები ეხება ჩემს ხელებს .. მისი ცრემლები მეცემა სახეზე .. თითქოს ჩემი გამოფხიზლება უნდა .. – გთხოვ .. გთხოვ გონზე მოდი .. არ მოკვდე. არ დამტოვო .. თვალები პრანჭია პატარძალივით მომეჭუტა .. მზის სხივი მიჭყიტინებდა .. ნელნელა თვალები გავახილე .. ყველაფერი ბრუნავდა .. ყველაფერი სამად მეჩვენებოდა .. თავბრუ მეხვეოდა ... მაგრამ არასდროს გამიჭირდება ხუჭუჭა მტირალა ბიჭის დანახვა ჩემთან ახლოს. ნელნელა ყველაფერი გამახსენდა ... ვიქტორია .. ტირილი .. ყვირილი .. თვითმკვლელობა .. ჰარის ხელები მოვიშორე და ზიზღით შევხედე. – სულ 10 წამი მომეცი რომ აგიხსნა და დამიჯერე რომ არასდროს დაგენახები!! ვერასდროს დაინახავ ჩემს სიფათს . - მხოლოდ 10 წუთი და აქედან წაბრძანდები! ჰარის ზიზღით შევხედე და მანაც უცებ მომაყარა. – როდესაც ვიჩხუბეთ ცხოვრება არ მინდოდა .. არ ვიცოდი რა მექნა .. ამიტომ ვიქტტორიაასთან ვიყავი რადგან როგორმე ტკივილი შემემსუბუქებინა .. მისი კოცნის დროს წარმოვიდგენდი რომ ეს შენ იყავი მაგრამ როცა თვალებს ვახელდი , ციდან დაშვება მიჭირდა. მასთან იმიტომ ვიყავი რომ დამევწიყებინე მაგრამ ვერაფერიც ვერ მოვახერხე უფრო ცუდად გავხდი. მაშინ არ ვიცოდი შენ რომ შემოხვედი მეგონა ლიამი იყო .. მე არ გეტყვი არაფერს .. არ გეტყვი მაპატიეთქო რადგან ვიცი მესამე შანსი აღარ მექნება არასდროს .. ნახვამდის სალომე.. როგორ მინდოდა მისთვის დამეძძძახა .. მეთქვა დარჩენილიყო .. ყელი გამიშრა .. სიტყვასაც ვერ ვამბობდი .. თვალებიდან ცრემლები ჩამომიგორდა .. ხელებიდან წვეთოვანი გამოვიძრე და ავდექი.. ჰარის უკნიდან მივეპარე და შევახტი .. ყურში ჩავჩურჩულე : – არ წახვიდე!! მე შენ მიყვარხარ , მჭირდები. ჰარიმ ხელში ამიყვანა სკამზე დამსვა , ბალიში გაასწორა მერე დამაწვინა , საბანი მზრუნველი დედიკოსავით გადაამაფარა და წვეთოვანი დამიმაგრა ისევ. – ჩაი ხომ არ მოგიტანო ? – არა. – რამე გინდა? – კი. – გისმენ. – მოიწიე .. ჰარი მოიწია და ვაკოცე. მისი გაშვება არ მინდოდა. ხელები შემომხვიე და უფრო ახლოს მივიწიე. – ეი პატარავ .. აქ არა ;დდ – დეგენერატო .. – ეს რატომ გააკეთე? – :| არ მინდა ამაზე ლაპარაკი. – მითხარი თორემ წავალ. – წადი. ჰარი ადგა უნდა წასულიყო მაგრამ ჩქარა მივაყარე: – იმიტომ რომ არ მინდოდა უშენოდ ვყოფილიყავი!!! – აჰ , ჩემო სულელო გოგოვ )) – არასდროს დამტოვებ? – არასდროს. - როდის გამწერენ აქედან ? – არ ვიცი . მალე ალბათ. – აუ.. სახში მინდა . – ძალიან შემაშინე . მეგონა ვერასდროს გნახავდი .. მე მეგონა მოკვდებოდი .. ძალიან შემაშინე. – მეგონა ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესვა. სიკვდილზე არ მიფიქრია მე უბრალოდ მინდოდა ტკივილი შემეჩერებინა .. ჰარის თვალებში შევამჩნიე სევდა .. დიდხანს ვიყავი ჩაშტერებული მის მწვანე და ლამაზ მთვალებში . ჰარის ჩავეხუტე და მისი თმებით დავიწყე თამაში. 4 დღეში გამომწერეს. ეს 4 დღე ჰარი დედასავით დამტრიალებდა. – ჰარი კარგად ვარ უკვე. – არა ჯობია იწვე – ოო კაი რა ესე მოვიწყენ. – მაშინ იწექი და თან რამეთი გავერთოთ. ჰარიმ ოთახში ამოიტანა დისკები და ვიდეო თამაშები. – ეს უკვე სხვა საქმეა. ვუყურებდით რომანტიულ ფილმებს. ჰარისთვის ხელი არ გამიშვია. – ჰარი იცი სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში .. – რა აზრი? – ის რომ მალე საქართველოში დაბრუნება მომიწევს .. უხერხულ სიჩუმეს ქუჩიდან შემოსული მანქანების ხმაური არღვევდა. ჰარი დადუმდა ენა გადაყლაპა. ხელი გამიშვა და სახე ამარიდა. – მაგრამ ჰარი ეს არ ნიშნავს იმას რომ მე გშორდები .. – როდის უნდა წახვიდე? – მალე არა .. 9 თვეში .. – ცოტაა .. ეს 9 თვე ისე გავა ჩვენ ვერ შევამჩნევთ. არ წახვიდე! – ეს გამორიცხულია – მეც წამოგვყები როცა წახვალ – ჰარი შენ კარიერა გაქვს. – არ მჭირდება – მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი ? ჯერ ადრეა. ჰარის თავი მხარზე დავადე და მიმეძინასავით , ის კიდე ჩემი თმით თაამაშობდა და ჩუმად მიმღეროდა : ,, Isn't she lovely , Isn't she wonderful , Isn't she precious Less than one minute old , I never thought through love we'd be Making one as lovely as she , But isn't she lovely made from love "
დაამოწმა და შეალამაზა: Lovatic♥-მმა
|