ჰარი ოთახში გახარებული შემოვიდა. უარესი , ყველაფერი უნდა გამეფუჭებინა , ხვალ დედაჩემი ჩამოვიდოდა
და აქედან წამიყვანდა.
– ჰარი!!
– რა მოხდა?
– დაჯექი..
– რა გატირებს?
– ჰარი მე მივდივარ
– რა? სად?
– საქაართველოში. ხვალ დედაჩემი ჩამოდის , უნდა წამიყვანოს. ჰარი სამუდამოდ წამიყვანს.
– აბა 9 თვეშიო ?
– არ ვიცი რატომ :|| მაგრამ ფაქტია რომ ალბათ ვერასდროს შეგხვდები.. და არ მინდა წასვლა ..
– დამშვიდდი ყვველაფერს მოვაგვარებთ.
– ვერაფერს ვერ მოვაგვარებთ! მივდივარ გესმის ?
– დაწყნარდი.
– ეს გამომართვი.
ჰარიმ ფული ხელში მომაჩეჩა .
– ეს რისთვის?
– ყოველი შემთხვევისთვის , თუ რამეა ..
ჰარის ჩავეხუტე და ასე ვიყავით ალბათ ერთი საათი.
– დედაშენს დაველაპარაკები
– ჰარი შენ არ იცნობ , ის ძალიან უხეშია.
– არ მოიწყინო. მალე ჩამოხვალ ვიცი
– ჰარი არამგონია ..
– ნუთუ ვერ ხვდები?
– რას?
– ფულს იმიტომ გაძლევ რომ დაბრუნდე!!
მეორე დღეს დედაჩემს აეროპორტში დავხვდი , ის სასტუმროში მივიდა , მე კი ბოლო დღე ჰარისთან გავატარე და წამოვედი. წავედით აეროპორტში ბილეთები ავიღეთ , რეგისტრაცია გავიარეთ . ჰარი აეროპორტში იყო , დედაჩემს არ დაუნახავს. თვითმფრინავში ავედით , ვერ ვიძინებდი . ნეთბუქში ჩემი და ჰარის სურათებს და ვიდეოებს ვუყურებდი. მეორე დღეს ჩავედით. 15 წუთში ჰარისგან მესიჯი მომივიდა :
თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც საქართველოში ვარ , დედაჩემს ხმას არ ვცემ საერთოდ. მთელი დღე ქუჩაში დავბოდიალობ და სახლში გამთენიისას მივდივარ. დედაჩემი მთელი დღე სახლიდან არ გადის , იმის შიშით რომ არ გავიქცე. დღეს ჩემი ძველი კლასელები შემხვდნენ ქუჩაში. ყველა შურით მიყურებდა. სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.
ოთახში შევედი და დედაჩემიც შემომყვა.
– რა გინდა?
– სალომე უნდა დაგელაპარაკო
– რაზე?
– ხომ იცი რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა!
– ჰო აბა რა.
– გეყოფა, გულს ნუ მტკენ.
– აჰა, თუ კარგი გინდოდა რატომ ჩამომიყვანე მაშინ ? რატომ დამაშორე საყვარელ ადამიანს?
– იმიტომ რომ შენ იქ სასწავლებლად გაგიშვი და არა იმისთვის რომ ..
– სწავლით ძალიან კარგად ვსწავლობდი , ყველაფერი კარგად იყო სანამ შენ გამოჩნდი! მცხვენია შენნაირი დედა რომ მყავს.
დედაჩემა ხელი აიღო და სახეში გამარტყა. ჩემოდანი გავხსენი და ტანსაცმელებს და ყველა ნივთს შიგნით ვყრიდი.
– სად მიდიხარ? ლონდონში ბრუნდები?
– ხო
– ფული არ გაქვს და ვერსადაც ვერ წახვალ.
– აქ დარჩენას მირჩევნია ქუჩაში ვიყო
ტაქსი გავაჩერე და წავედი აეროპორტში. დიდხანს ველოდე და როგორც იქნა ყველა პროცესი გავიარე , ავედი თვითმფრინავზე და ჰარის მივწერე . ვერ ვიძინებდი აჟიტირებული ვიყავი. როგორ მიხაროდა რომ ჰაზას ვნახავდი. მეორე დღეს თვითმპრინავიდან პირველი მე ჩამოვედი. აეროპორტში ჰარი დავინახე და პირდაპირ მისკენ გავვარდი. ხელში ამიყვანა და მაბზრიალებდა სანამ ორივეს თავბრუ არ დაგვეხვა.
- ერთი კვირრა უშენოდ საშინელება იყო.
– ჰაზ , ჩემთვისაც.
– წამო შენთვის სურპრიზი მაქვს.
– როგორ მაინტერესებს.
მე და ჰარი სახლში მალე მივედით. ჩემოდნები შევიტანეთ. ოთახში საწოლზე საცურაო კოსტუმი იყო.
– ჩაიცვი და ბასეინთან შეგხხვდები ბიკინი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი , ჰარი ბასეინში იწვა. ირგვლივ ყველაფერი სურნელოვანი სანთლებთ ჰქონდა მორთული , ასევე შამპანიური და ორი ჭიქა იდგა. წყალში ოდნავ ცივი იყო.
დაამოწმა და გაალამაზა: Not_NorMal-მა