მეორე დღეს მენეჯერებმა გვითხრეს რომ ერთმანეთს უნდა დავშორებულყავთ , იმიტომ რო ჰარის კარიერისთვის მიეხედა და სხვასთან ძალით გაება რომანი. ახალბედა მსახიობთან. როცა ჰარიმ ეს მითხრა ის ტიროდა მე კი თითქოს დაამაგდეს და გულზე ფეხებით შემდგნენ. – პატარავ ნუტირიხარ. ჰარი ჩემთან მოვიდა და სახე თავის ხელებში მომიქცია. შუბლი შუბლზე დამადო და თვალები დახუჭა. – მათ არ აქვთ ჩვენი დაშორების უფლება ჰარი. – არ აქვთ. მე 18 წლის ვარ და მინდა შენთან ვიყო , და არა სხვასთან. – ჰარი გჯერა რომ ოდესმე ერთად ვიქნებით? ისსე რომ ხელს არავინ შეგვიშლის? – კი. – არა ჰარივერ ვიქნებით. იცი რატომ? იმიტომ რომ დავიღალეთ ორივე! ჯერ ვიქტორია, მერე დედაჩემი , ეხა მენეჯერები. იცი სანამ ვინმე ერთმანეთს დაგვაშორებს. მოდი ყველაფერი ჩვენთვითონ გავაკეთოთ. მაგრამ დამპირდი რომ არ დიაივიწყებ იმას თუ როგორ მიყვარდი. - სალი რაას ბოდავ მოდი აქ. ჰარიმ კედელს მიმაყუდა. ისე დადგა ჩემს წინ რომ ვერსად ვერ წავიდოდი. სახიდან თმა გადამიწია და მაკოცა. - არასდროს დაგშორდები. მითუმეტეს ვიცი რომ გიყვარვარ. და მეც მიყვარხარ. და ნუ ტირიხარ. შენ ხარ მეორე ყველაზე ლამაზი გოგო მსოფლიოში. – დაა პირველი? – პირველი შენ ხარ როცა იცინი. ჰარი ისე ახლოს იყო მოწეული ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა. მესმოდა მისი ხმამაღალი და არათანაბარი სუნთქვა. ეს კიდე უფრო მაგიჟებდა. ბოლოს იქამდე მივიდოდა სანამ არ გამაფრენინებდა. – ახლა მენეჯერები ბიჭებთან არიან წავიდეთ ჩვენც. – კარგი , ოღონდ ჩავიცმევ. – ეგრეც კარგად ხარ – ოო დამაცადე რა ჰაროლდ. მე და ჰარი წავედით. მალე მივედით. ჰარი მენეჯერებთან შევიდა მე და ნაილი ვსეირნობდით. ძალიან ვნერვიულობდი. უცებ ნაილი გამოშტერდა. – ოეეე ჰორაან – ვაიმე – რა მოგივიდა? – ნახე რა ლამაზი გოგოა – ა უი ეს ენია. ვიცნობ . კოლეჯში სწავლობს წამო გაგაცნო. მე და გამოშტერრებული ენისთან მივედით . – ჰეი ენიი! – ჰეი სალ! ო ღმერთო ეს ნაილ ჰორანია? – გამარჯობა. – როგორ ხარ ენი ? მომენატრე რამდენი ხანია არ მინახიხარ. – ჰო გოგო დავანეებე კოლეჯს თავი. – რატო? – სამოდელო კარიერას ვაწყობ დაგავიწყდა. – ა ხო. ეს ნაილია. – ვიცი. გამარჯობა მე ენი ოლსენი ვარ. მიხარია შენი გაცნობა. – მმეცც .. ძალიან .. ენიმ ნაილს ხელი ჩამოართვა ნაილი გაწითლდა გამწვანდა რა არ დაემართა. მე გამეცინა. ენი გაღიმებული შეყურებდა. – ენი შენი მობილურის ნომერი მომეცი თორე დავკარგე . ენიმ ტელეფონის ნომერი მომცა და მე და ნაილი წამოვედით. – შენი აზრით ამის ნომერი დამავიწყდებოდა? – რავი – დებილო შენთვის გამოვართვი. აიღე. ხვალ დაურეკე. – იიცი ჰარის გაუმართლა. გახარებულმა ნაილმა ლოყაზე მაკოცა და სახლში დავბრუნდით. – ნაილ შენი აზრით მენეჯერები რას იზამენ ? – შენ და ჰაზა რაც არ უნდა იყოს ერთად იქნებით. დამიჯერე. – იმედია ვნერვიულობ. – ნუ გეშინია. ჰარი დაგვხვდა ოთახში და ეძინა. ისე მშვიდად. – გააღვიძე !! – არა დაველოდები როდის გამოიძინებს ;დ ჰარი გავაღვიძეთ. – ჰაზა! შე დეგენერატო . როგორ შეგიძლია ამ მომენტში გეძინოს? – ყველაფერი კარგადაა ნაილ. – დაიცა რა გითხრეს? – რადა ცოლად მოიყვანეო. ჰარი გადაბრუნდა და დაიძინა. გაშტერებული ნაილი მიყურებდა და მერე ჩაბჟირდა. ჰარის დაეძინა ჩვენ გამოვედით და ვიდეო თამაშები ვითამაშეთ. მერე ზეინიც მოვიდა გაბრაზებული იყო. ნაილმა ყურში ჩამჩურჩულა : – პერი დაშორდა და განიცდის. მთვრალია. – ოოუუჰ! ზეინს გავხედე და მერე თავის ოთახში შევიდა და კარები ჩაკეტა. შემეცოდა. – ასეა უკვე 2 დღე .. – მერე დაეხმარე რამეთი .. აღარ გაუშვა დასალევათ .. უფრო ცუდად იქნება მერე .. – კარგი. ასეთი არასდროს ყოფილა. – ვიცი .. მე და ნაილმა ბევრი ვჭამეთ და ბევრი ვილაპარაკეთ , მერე ფილმის ყურებისას დაგვეძინა. დაამოწმა და გაალამაზა: NoT-NorMal-მა
|