სუპერმოდელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი 37 წლის სუპერმოდელი სიმონა ფეროუ, რომელიც თავისი ჰოლივუდური აპარტამენტიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაიქცა, ავსტრალიაში დააკავეს. ამის შესახებ ABC News იუწყება. მაღალანაზღაურებადი მოდელი ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ცნობილია, ის მსოფლიო მასშტაბით მეტამფიტამინის გასაღების ქსელში იყო ჩართული და მას ფედექსით ან ფოსტით აგზავნიდა. მოდელი გასულ კვირას ქვინსლენდში დააკავეს და მისი ექსტრადირება სიდნეიში მოხდა. ის საკუთარ ბრალეულობას უარყოფს და აცხადებს, რომ სახლიდან იმის გამო გაიქცა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ. ამის მიზეზად კი საკმაოდ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას ასახელებს. მსგავსი ბრალდებით ფეროუ 2009 წელსაც დააკავეს. ჰოლივუდში მისი ბინის ჩხრეკისას მაშინ ნარკოტიკი და საეჭვო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. უცნობია, დაუმტკიცდება თუ არა ამჯერად დანაშაული მოდელს, პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.
ჯესიკა ალბას ტატუების კოლექცია ჰოლივუდელები პაპარაცების გარეშე ნაბიჯს ვერ ადგამენ, მათ კი მხედველობიდან არაფერი გამორჩებათ. ამას უკვე ვარსკვლავები მიჩვეულებიც არიან. ლამაზმანი მსახიობი ჯესიკა ალბა ამჯერად შვილებთან ერთად პარკში დააფიქსირეს, მაგრამ ყურადღება მიიპყრო არა იმ ფაქტმა, რომ მოსიყვარულე დედა შვილებს ასეირნებდა, არამედ ტატუების უჩვეულო რაოდენობამ ჯესიკას სხეულზე. როგორც US Magazine აღნიშნავს, მსახიობს მარცხენა ხელზე ორი დიდი ვარდი ეხატა, წელზე კი შარვლის სათავესთან დიდი ბანტის სვირინგიც დაუფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ალბამ სვირინგები თავისი ახალი ფილმისთვის გაიკეთა და ისინი დროებითია +++მაილი საირუსმა ბოლო ეპიზოდში ძალიან დიდი ფრაზა თქვა რომელმაც ძალიან გამახალისა :დ
|