ჰაი ბავშვებო, მე ახალი ვარ და როგორც შევატყვე არც ისე ბევრი მოთხრობა იდება ამ საიტზე... გადავწყვიტე ჩემი მოთხრობა გამომექვეყნებინა, რომელსაც 4 თვეა უკვე ვწერ დღიურში... იმედია წინააღმდეგი არავინ იქნება... მოთხრობას [color=red]"ვარსკვლავის დღიურები" ქვია...[/color]
დღესვე დავდებ პირველ თავს, თუ რა თქმა უნდა გინდათ... მაგრამ ძალიან გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ კომენტარები დატოვეთ...მე ამას იმიტომ არ გთხოვთ, რომ ვიტრაბახო ბევრი კომენტარი დავაგროვემეთქი! უბრალოდ ხომ უნდა ვიცოდე როგორ ვწერ?!? ვისაც არ მოეწონება, იმანაც დააკომენტაროს და დაასაბუთოს რა უნდა შევასწორო! როგორ შეიძლება დავწერო კარგი და სრულყოფილი მოთხრობა, თუ არ ვიცი რა შეცდომას ვუშვებ?!?... აქ ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა ხდება, მაგრამ სხვა საიტებზე ერთ გოგოს 76 ნახვა და 11 კომენტარი ქონდა...მეც მქონია ასე და მართლა მთელი გულით გთხოვთ შემიფასოთ ნამუშევარი...!! გინდ ბანალური იყოს, გინდ ძველმოდური, გინდ სულელური...მაგრამ უნდა ვიცოდე...რომ მომავალში ეს შეცდომა გამოვასწორო და ისე დავწერო, როგორც თქვენ მოგეწონებათ...!! [img]http://t0.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcStVyU_Ay07JgNnNsDAHrTqmbhJ_K14U14JiXxky-OMestQQxeCx_ZgI5D4[/img] რაც შეეხება მოთხრობას, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ერთ ქართველ გოგონაზეა, რომელიც ამერიკაში გადადის საცხოვრებლად და მეგობრებთან ერთად როგორც ბევრ იმედგაცრუებას და ღალატს, ისე დიდ სიყვარულს და ტკივილს უმკლავდება... იქნება სევდიანი სცენები...მაგრამ არა მხოლოდ...ბევრი იქნება მხიარული და სასაცილო... მე ყველანაირად შევეცდები ამ გოგონას განცდები მაქსიმალურად გადმოგცეთ... მოთხრობა იქნება დაწერილი პირველ პირში...!!