მსახიობი კრისტენ სტიუარტი საყვარელს, რობერტ პატინსონს ღალატისთვის საჯარო ბოდიშს უხდის. კრისტენმა რობერტს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა და თავს ვალდებულად მიიჩნევს, საყვარელ ადამიანს ჟურნალ "People"-ის საშუალებით პატიება სთხოვოს.
"ძალიან ვწუხვარ. ყველაფერი წინდაუხედავად მოხდა და ამ სამწუხარო ფაქტმა საფრთხე შეუქმნა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან ურთიერთობას. რობერტი მიყვარს, პატივს ვცემ. ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა კრისტენმა ჟურნალთან საუბარში.
ღალატისთვის პატიება მეუღლეს რუპერტმაც სთხოვა.
"ძალიან ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც ჩემს ოჯახს მივაყენე. ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ლამაზი ცოლი და შვილები არიან. ისინი მთელი გულით მიყვარს", - განაცხადა რუპერტმა იმავე "People"-ში.
შეგახსენებთ, კრისტენისა და რუპერტის რომანის შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა "Us Weekly"-მ გაავრცელა.
წყარო: ამბები.