კვირა, 2024-05-19, 0:59 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » News!!!
5:59 PM
News!!!
პინკმა ახალი ალბომის პირველი სინგლი წარმოადგინა

პინკი ახალი ალბომის დეტალებზე საუბრობს. ფირფიტის პირველი სინგლი იქნება კომპოზიცია „Blow Me (One Last Kiss)", რომლის რელიზიც 9 ივლისს შედგება.
„ვფიქრობ, მოგეწონებათ ეს სიმღერა, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს. მხიარული თრექია... ძალიან ვღელავ" - წერს მომღერალი ტვიტერზე.
სიმღერის „Blow Me (One Last Kiss)" პროდიუსერია ამერიკელი მუსიკოსი გრეგ კერსტინი.
პინკის მეექვსე სტუდიური ალბომის რელიზი მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იგეგმება. ალბომის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია. მომღერლის უკანასკნელი ნამუშევარი „Funhouse" 2008 წელს გამოვიდა.

ემის მოსასხამი აუქციონზე გაიყიდება

უიტნი ჰუსტონის, ელვის პრესლის, მაიკლ ჯექსონის და ემი უაინჰაუსის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება.
ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აუქციონზე წარმოდგენილი იქნება უიტნი ჰუსტონის 43 ნივთი, რომელთა შორისაა სამოსი ტურებიდან, მისი პასპორტი და სამკაულები.
ასევე აუქციონზე გაიყიდება ელვის პრესლის სათვალე და თმის კულული. იმავე დღეს ახალი მფლობელი ეყოლება მაიკლ ჯექსონის წითელ ტყავის ქურთუკს, ემი უაინჰაუსის მოსასხამს კლიპიდან „Rehab", ჯასტინ ბიბერის პიჯაკს და ლედი გაგას და მადონას რამდენიმე ნივთს.
აუქციონი სახელწოდებით „The Music Icons and Sports Legends", ბევერლი ჰილსში 23 და 24 ივნისს გაიმართება.

მერაია ქერი ახალი ალბომით დაბრუნდება

მერაია ქერი მეცამეტე ალბომის გამოცემას ამ ზაფხულს გეგმავს. „მოკლედ ასე... ზაფხული 2012... ვიმუშავე სტუდიაში და მოგიმზადეთ რაღაც... იმედი მაქვს მოგეწონებათ. MCSummer2012" - წერს ქერი ტვიტერზე, საკუთარ მიკრობლოგში.
ცოტა ხნის წინ მომღერლის მეუღლემ, ნიკ კენონმა განაცხადა, რომ მომღერალს ახალი პროდუქტის შექმნისთვის სტიმული ბავშვებმა მისცეს. „ჩვენი ახალი ოჯახი მისი შემოქმედების კვების წყარო გახდა..."
შეგახსენებთ, რომ მომღერლის უკანასკნელი ალბომი „Memoirs of an Imperfect Angel" 2009 წელს გამოვიდა. ლონგპლეი Billboard 200-ის მესამე პოზიციაზე მოხვდა და დიდი ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ალბომების რეიტინგში 23 ადგილი დაიკავა.

ქეით პერი ლეიბლს ხსნის
 
ქეით პერი საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მომღერალმა გამომცემლობასთან „The Hollywood Reporter" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ქეითი დამწყები მომღერლებისთვის გვერდში დგომას და დახმარებას აპირებს. 
„დიდი ხანია ვგეგმავ ლეიბლის შექმნას, როდესაც ამას საბოლოოდ გავაკეთებ, ნებისმიერს ექნება შანსი გამოსცადოს საკუთარი ძალები. ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს წარმატების მოპოვების შანსს მივცემ... " - ცხადებს ქეითი.
არტისტმა გამოცემის ფოტოობიექტივის წინ იპოზიორა. ქეითი „The Hollywood Reporter"ის ივლისის ნომრის გარეკანს დაამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქეითმა ახალი სინგლი „Wide Awake" წარმაოდგინა, რომელსაც მისი უკანასკნელი ალბომის პრომო-კომპანიის „ლამაზ დასასრულს" უწოდებს. სინგლი „Wide Awake" 2 ივლისს გამოვა, 5 რიცხვში კი ფილმის „Part Of Me 3D" პრემიერაა დაგეგმილი.

ლედი გაგას ექს-შეყვარებული: „არ შემიძლია სხვის ხარჯზე ვიცხოვრო"

ეპატაჟური არტისტის ლედი გაგას ყოფილი შეყვარებული ლუკ კარლი ვარსკვლავთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს. „Вlackbookmag"-თვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს იმ წუთებსაც, როდესაც პირველად დაინახა ლედი...
„25 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ბარში ერთი გოგონა შემოვიდა. მაშინვე, ერთი დანახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მოგვიანებით გავიგე, რომ ის მხოლოდ 20 წლის იყო და ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა. ჩვენი ექვსი წლის განმავლობაში ვხვდებოდით და ვშორდებოდით ერთმანეთს. იგი წერდა არაჩვეულებრივ პოპ-სიმღერებს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თუ თავზე ყვავილებიან ქოთანს დაიდგამ, ადამიანები მაშინვე დაგიმახსოვრებენ და ბულვარული პრესა შენით დაინტერესდება. მისი ცხოვრება შეიცვლა. სამწუხაროდ, შეუძლებელია ხვდებოდე ადამიანს, რომლიც გამუდმებით გასტროლებზეა. მაშინ ან ძალიან მდიდარი უნდა იყო ან სხვის ხარჯზე უნდა იცხოვრო. მე ასეთი არ ვარ... ლედი გაგა არაჩვეულებრივი ქალბატონია და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ... თუმცა, ვფიქრობ რომ მას ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია აქვს" - აცხადებს კარლი.
შეგახსენებთ, რომ სიმღერაზე „You And I" კლიპის გადაღებისას, რომელიც ეძღვნება ლუკ კარლს, ლედი გაგამ ამჟამინდელი შეყვარებული, ტეილორ კინი გაიცნო. ამჟამად კინი არტისტს თან ახლავს ტურნეზე „The Born This Way Ball".
კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 532 | დაამატა: Lovatic♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-06-22
- ძაან მაგარი სიახლეებია <3 ყოჩაღ



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 0:59 AM 
თქვენი IP: 3.17.186.247
თარიღი: 2024-05-19 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.