ორშაბათი, 2024-05-13, 9:20 AM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ივლისი » 6 » News
5:44 PM
News
მირანდა ქერის ცვილის ფიგურა შექმნეს



მადამ ტუსოს მუზეუმის სიდნეის ფილიალში Vicotoria’s secret-ის ავსტრალიელი მოდელის მირანდა ქერის ცვილის ფიგურა დადგეს. 
დაძაბული გრაფიკის გამო, მირანდამ მისი "ორეულის" პრეზენტაციაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა აქტიურად მონაწილეობდა მის შექმნაში. ქერი 4 თვის განმავლობაში მოთმინებით პოზირებდა, რათა მისი ცვილის ფიგურა მაქსიმალურად დამსგავსებოდა "ორიგინალს". 
დაუღალავი შრომის შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. ცვილის მირანდა ნამდვილისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. მას ისეთივე უნაკლო სხეული, მონა ლიზას ღიმილი, ლამაზი თმა და თვალები აქვს. 
ფიგურას წითელი შიფონის კაბა აცვია. სამოსი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეს კაბა მირანდას 2011 წელს, დიზაინერ David Jones-ის ჩვენებაზე ეცვა.

ადელი დაინიშნა
  
მომღერალი ადელი დაინიშნა. ჟურნალი Us Weekly ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადელის საყვარელმა, ბიზნესმენმა საიმონ კონეცკიმ ვარსკვლავს ნიშნობის ბეჭედი უყიდა. 
ვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ "ტვიტერის" საშუალებით ოფიციალურად განაცხადა, რომ ფეხმძიმედაა და პირველი შვილის დაბადებას მოუთმენლად ელის. 
რამდენიმე თვის წინ მომღერალმა ჟურნალ People-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 3 ვაჟის გაჩენა უნდა.

დევიდ ბექჰემმა ქორწინების წლისთავი მეუღლის გარეშე აღნიშნა

ცნობილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა ქორწინების 13 წლისთავი მეუღლის, დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის გარეშე "აღნიშნა". დევიდი ფეხბურთის მატჩს ძველ მეგობართან და კოლეგასთან, ფრენკ ლემპარდთან ერთად დაესწრო. 
დევიდთან და ფრენკთან ერთად ფრენკის საცოლე ქრისტინა ბლეიკლიც იყო. ვარსკვლავი LA Galaxy-ის თამაშს ადევნებდა თვალს. ის ვიპ-ლოჟაში იჯდა და მეგობრებთან ერთად მხიარულობდა. 
ქორწინების 10 წლისთავის აღსანიშნავად, ბექჰემმა მეუღლეს ნეკერის კუნძულზე ზღაპრული მოგზაურობა მოუწყო.

"ბინდის" მსახიობი, ჯექსონ რეთბოუნი მამა გახდა

ფილმ "ბინდის" მსახიობი, ჯექსონ რეთბოუნი მამა გახდა. მას ვაჟი, მონრო ჯექსონ რეთბოუნი შეეძინა. ეს უცნაური სახელი ბიჭს მამისგან ხვდა წილად. ვამპირ ჯასპერ ჰეილის როლის შემსრულებლის ნამდვილი სახელია მონრო ჯექსონ რეთბოუნი V.
27 წლის მსახიობისთვის ეს პირველი შვილია. ის და მისი საყვარელი, შეილა ჰატსადი დაქორწინებულები არ არიან. შეილა ბურლესკის 24 წლის მოცეკვავეა. წყვილმა ერთმანეთი ჯექსონის მუსიკალური ტურნეს დროს გაიცნო. 
მსახიობი ჯგუფ 100 Monkeys-ის წევრია. ინფორმაცია მსახიობის პრესსპიკერმა დაადასტურა. განცხადება თავად ჯექსონმაც გააკეთა. 
"მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მე და შეილა ახლა ყველაზე ბედნიერები ვართ, რადგან ეს ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი, მონრო ჯექსონ რეთბოუნი VI გვყავს!!" - დაწერა ვარსკვლავმა საკუთარ მიკრობლოგ "ტვიტერზე".
ვიქტორია და დევიდ ბექჰემები 1999 წელს დუბლინთან ახლოს დაქორწინდნენ. მათ 4 შვილი, სამი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ.


ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის ვაჟის პირველი ფოტოები
  

  
მსახიობებს, ბენ აფლეკს და ჯენიფერ გარნერს ვაჟი 27 თებერვალს შეეძინათ, მაგრამ დღემდე წყვილი მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენას ერიდებოდა, ამიტომ პაპარაცებმა მხოლოდ ახლა შეძლეს პაწაწინა აფლეკისთვის ფოტო გადაეღოთ. 
ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აფლეკ-გარნერების ოჯახი მთლიანი შემადგენლობით კალიფორნიაში, პასიფიკ პალისეიდსზე სასეირნოდ გამოვიდა. ბენმა თან ფოტო-კამერა წაიღო და ცდილობდა, ყველაფერი გადაეღო. მაგრამ ამას მის მაგივრად პაპარაცები აკეთებდნენ. 
გარნერი და აფლეკი უკვე 7 წელია, რაც დაქორწინდნენ. მათ უკვე ჰყავთ ორი შვილი - 6 წლის ვაიოლეტი და 3 წლის სერაფინა.

რაში უმართლებს Chris Brown-ს?

Chris Brown-ის ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი გაყიდვაში ჩაეშვა. ფირფიტის სახელწოდება ”Fortune” გახლავთ. მასში თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სიმღერები "Turn Up the Music", ”Strip" და ”Don't Wake Me Up” იქნება შესული. ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით სარგებლობს R&B-ის მსმენელებში, ამას კი ჩარტებში მოწინავე პოზიციებიც ადასტურებს. 
კარიერული სიახლეების გარდა, მომღერლის გარშემო არ წყდება მითქმა მოთქმა მისი და Drake-ს ჩხუბის შესახებ, აღნიშნული ფაქტი სულ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა კვლავ პრესის ყურადღების ცენტრშია. როგორც ირკვევა Brown-ი თავად ყოფილა ჩხუბის ინიციატორი.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას - კვლავ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რეპერი ისევ Rihanna-ს დაუბრუნდა. მათ ხშირად ხედავევენ ერთად სხვადასხვა წვეულებებზე. ამ ყველაფერს რირის მამის განცხადებაც ემატება, სადაც თქვა, რომ კრისი და რიანა შესანიშნავი წყვილია.
ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ რამდენად იღბლიანი გამოდგება რეპერის ახალი ალბომი ”Fortune” თავად შემსრულებლისთვის, იქნებ Rihanna-სთან ერთადაც ვიხილოთ და სკანდალებიც დავიწყება

will.i.am:"ტრანსფორმერებმა მომავლი შეცვალეს"

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი უილიამ ჯეიმს ადამს-უმცროსი, რომელიც ცნობილია როგორც will.i.am აცხადებს, რომ ბავშვობაში მისი შთაგონების წყარო „ტრანსფორმერები" იყო.
რეპერი განმარტავს, რომ 80-იან წლებში პოპულარულმა ანიმაციურმა ფილმმა „ტრანსფორმერები" ჩამოაყალიბა მისი მოსაზრებები მომავლის ტექნოლოგიების შესახებ და დღემდე „აიძულებს რობოტებთან" მუშაობას სტუდიაში.
„წარსულის ფანტაზიები მულტფილმიდან დღევანდელ კომპიუტერში ინაცვლებს. დღეს შემიძლია მთლიანად კომპიუტერის დახმარებით ჩავწერო და „გავაკეთო" სიმღერა... ჩემთვის პირადად კომპიუტერი რობოტია" - აცხადებს მუსიკოსი. 
ვიდრე რეპერი მის ბავშვობას იხსენებს, მისის უკანასკნელი სინგლი „This Is Love" ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებს იპყრობს.

რიტა ორა და Professor Green ერთობლივ თრექს ჩაწერენ

ბრიტანელი მომღერალი რიტა ორა რეპერ სტივენ მანდერსონთან, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Professor Green, ახალ სიმღერაზე იმუშავებს.
ვარსკვლავური წყვილის მიმოწერა მიკრობლოგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი თაყვანისმცემელი დაინტერესდა ხომ არ შექმნიდნენ მუსიკოსები ერთად რამეს.
მომღერლებმა ისაუბრეს და გადაწყვიტეს, „რამდენიმე დღე ერთად იმუშაონ". 
შეგახსენებთ, რომ რიტა ორას სადებიუტო ალბომის „ORA" პრეზენტაცია 27 აგვისტოს იგეგმება.
კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 591 | დაამატა: Lovatic♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-07-06
- Kargi siaxleeebiaa yochaagg smile



2012-07-06
- ძაან კარგი ნიუსებია <3 ბევრი გიწვალია <3 ყოჩაღ



2012-07-06
- kai newsebia yochag <3 dzaan momewona siaxle happy



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საათი: 9:20 AM 
თქვენი IP: 18.218.252.81
თარიღი: 2024-05-13 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.