ფილმი "ცუდი მასწავლებელი" სერიალი გახდება
ალბათ გახსოვთ კამერონ
დიასი ფილმში „ცუდი მასწავლებელი", რომელიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად
ეწეოდა, მკერდის გაზრდაზე ოცნებობდა და სულ სასაცილო ისტორიებში
იხლართებოდა. პროდუსერებმა ამ გმირის ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტეს.
პროექტის შესახებ
სამწუხაროდ ბევრი არაფერია ცნობილი. სცენარს ჰილარი უინსტონი წერს, რომელიც
ცნობილია სერიალებით - „ჩემი სახელია ერლი" და „ბედნიერი დასასრული".
სხვა დეტალები ცნობილი არ
არის. არც ის, თუ როდის ველოდოთ პირველ სატესტო ეპიზოდებს და არც ის, თუ
რომელმა მსახიობებმა მიიღეს მთავარი როლები. ფილმში კამერონ დიასთან ერთად
ითამაშეს ჯასტინ ტიმბერლეიკმა და სტივენ სიგელმა.
იმედია კამერონი განიხილავს სერიალის სცენარს და კიდევ ერთხელ მოგვევლინება „ცუდი მასწავლებლის" როლში. ქალის სურნელი ბრედ პიტისაგან
მოდის სახლი "შანელი" ბრედ
პიტის ფანების ყურადღებას ისევ იპყრობს. პირველ რიგში მსოფლიო გაოცებულია
იმით, რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სუნამოს Chanel
N5-ის რეკლამას მამაკაცი გააკეთებს. წინა რეკლამებში იყვნენ ნიკოლ
კიდმანი, ვანესა პარადისი და ოდრი ტატუ, მაგრამ პიტი ხომ ბევრ ქალზე
ლამაზია, ასე რომ მგონი ეპატიება.
ახლახანს, ინეტრნეტში 8 წამიანი რეკლამა გამოჩნდა, სადაც ბრედ პიტის ხავერდოვანი ხმა კითხულობს - "რა არის საიდუმლო?"
ბრედ პიტის ფანებს მინდა ვუთხრა, რომ 15 ოქტომბერს შანელის სარეკლამო კამპანია დაიწყება და ბრედის ახალ რგოლებს აუცილებლად განახებთ.
ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ ამ სარეკლამო კამპანიაში 17 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც ბრედს 7 მილიონი ერგო.
Chanel Fragrance &
Beauty - ის პრეზიდენტმა, ანდრეა დ’ავაკმა განაცხადა, რომ ამ ლეგენდარულ
არომატზე ფულის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება:
„ლეგენდა, რომ აქტუალური
დარჩეს, ყოველთვის უნდა მოვუაროთ მას. პირველად მოვიწვიეთ მამაკაცი,
რომელიც ქალის სურნელზე ისაუბრებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ
მამაკაცის ცდუნება „N 5" იქნება. ჩვენ მზად ვართ საკმაოდ სოლიდური
ინვესტიცია ჩავდოთ მისი დიდი სახელის შესანარჩუნებლად. მომავალ კვირას
სარეკლამო კამპანია დაიწყება: ძალიან მალე, ბრედ პიტისგან გავიგებთ „რა
არის საიდუმლო".