ჟურნალმა „Billboard"-მა საუკეთესო პოპ-მომღერლის სტატუსი მიანიჭა.
რიანამ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავმდაბლური კომენტარი გააკეთა თავისი "ტვიტერის" გვერდზე, რომელსაც 26 მილიონი ადამიანი კითხულობს:
„Billboard"-ის რეიტინგი ათმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ხომ სულ რაღაც 7 წელია სცენაზე ვდგავარ!"
რიანას შემდეგ, ჟურნალის ტოპ-პოპ-ში ფინქი, ბრიტნი სპირსი, კელი კლარკსონი და მერაია ქერიც ლიდერობენ.
ახალგაზრდა ტოპ- მომღერლის
მოღვაწეობა სულ რღაც 7 წელს ითვლის, თუმცა ის დღეს, პლანეტის ერთ-ერთი
საუკეთესო მომღერალია. მისი დებიუტი სიმღერით Pon De Replay შედგა.
მომღერალი 34-ჯერ საუკეთესოთა სიაში აღმოჩნდა, მისი სიმღერები საუკეთესო
სინგლების სიაში 21-ჯერ შევიდა, 9-ჯერ კი, პირველი ადგილიც დაიკავა.
რობერტ პატინსონი და კრისტენ სტუარტი კვლავ ერთად არიან
როგორც ჩანს, ჭორები
კრისტენ სტუარტისა და რობერტ პატინსონის შერიგების შესახებ მართალი
აღმოჩნდა. დასავლური მედიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი კვლავ
ერთად არის.
შეგახსენებთ, რომ „ბინდის"
გმირები ერთმანეთს ივლისში დაშორდნენ, როდესაც კრისტენმა ფილმის „ფიფქია
და მონადირე" რეჟისორთან, რუპერტ სანდერსთან ღალატი აღიარა.
ამ სკანდალის შემდეგ,
კრისტენს საჯაროდ ბოდიშების მოხდა მოუწია. ამავე დროს ის პრესას მუდმივად
ემალებოდა. პატინსონი ამ ფაქტზე ხუმრობას ცდილობდა და მის ყოფილ
შეყვარებულს სახლში დარჩენაც კი თხოვა.
გულშემატკივრები შოკში იყვნენ. ზოგიერთი ამ ამბავს საკუთარ ტრაგედიად აღიქვამდა, სხვები კი ცინიკური განცხადებებით გამოდიოდნენ.
რა როგორ იყო, უკვე
წარსულს ჩაბარდა, რადგან ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. რობერტმა იპოვა
ის ძალა, რასაც პატიება ქვია და ის და კრისტენი კვლავ ერთად არიან.
ისინი გასულ თვეს, 15
სექტემბერს, ლოსანჯელესში უნახავთ ერთად. მათ ერთად ნაყიდი სახლის გაყიდვაც
გადაიფიქრეს და ყველაფრის თავიდან დაწყებას ცდილობენ.
სხვათაშორის, „ბინდის"
ბოლო სერიის მსოფლიო პრემიერა ძალიან მალე, ნოემბერში შედგება. წყვილის
შერიგება კი ფილმის გაყიდვებზე ნამდვილად დადებითად აისახება.
ლედი გაგა Fame-ს პრეზენტაციაზე
ლედი გაგამ დროებით შეწყვიტა თავისი მსოფლიო ტურნე, იმისათვის რათა საზოგადოებისათვის წარედგინა საკუთარი სადებიუტო არომატი Fame
ამჯერად პრეზენტაცია
ლონდონში გაიმართა, რომელსაც უამრავი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ესწრებოდა.
მომღერალმა დიდხანს ალოდინა დამსწრე საზოგადოება და მისი ფანატები, მაგრამ
ლოდინი ღირდა: ადგილზე მისული ლედი გაგა ბევრ თაყვანისმცემელს გაესაუბრა და
ავტოგრაფებიც დაარიგა.
ბევრს აინტერესებდა თუ
როგორი ჩაცმული მოვიდოდა პოპ-ვარსკვლავი შეხვედრაზე, რადგან პარფიუმის
მიმდინარე სარეკლამო კამპანია საკმაოდ თამამი იყო. ლედი გაგამ გადაწყვიტა
არ ჩაეტარებინა ექსპერიმენტები და შემოიფარგლა შავი გრძელი კაბითა და
ეფექტური ოქროს აქსესუარებით.