შაბათი, 2024-05-18, 8:16 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 19 » News about stars!!!
1:43 PM
News about stars!!!

ბოლო დროს ჰოლივუდის ვარსკვლავების, მილა კუნისისა და ეშტონ კატჩერის რომანის შესახებ ხმები ხშირად ვრცელდება. წყვილი რომანს უარყოფს, თუმცა პაპარაცების გადაღებული ფოტოები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. 

ამ დღეებში შეყვარებულები მოტოციკლით ერთად სეირნობის დროს შენიშნეს. მილას ხელები ეშტონის წელზე ჰქონდა შემოხვეული და ძალიან გაცხარდა, როდესაც პაპარაცები შენიშნა. შეცბუნებული მსახიობი ფოტოკამერებს სწრაფად დაემალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კატჩერი და კუნისი პირველად 1998 წელს That 70's Show-ში შეხვდნენ ერთმანეთს და ერთ დროს კარგი მეგობრები იყვნენ. თუმცა ახლა მათი ერთად გამოჭერა გართულდა. ისინი რამდენჯერმე რომანტიკულ ვახშამზე ნახეს. აპრილში მილამ კატეგორიულად უარყო კატჩერთან რომანის შესახებ გავრცელებული ხმები. "ის ჩემი მეგობარია", - აცხადებდა კინოვარსკვლავი.

საგულისხმოა, რომ "მეგობრები" ხშირად მზის ჩასვლის შემდეგ ერთობიან. მილა კუნისის ავტომობილს ღამღამობით კატჩერის სახლთან ხედავენ. 
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატჩერს ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან სურდა ურთიერთობის აღდგენა. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ისინი შერიგდნენ კიდეც.


27 წლის მომღერალი კეტი პერი ტორონტოში გამართულ MuchMusic Video Awards-ის ცერემონიალზე ხორცისფერი ბოდეთი მივიდა; ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მომღერალი შიშველი იყო.
საღამოზე ვარსკვლავს "საერთაშორისო ხელოვანის" ჯილდო გადასცეს. როგორც ჩანს, კეტიმ სამოსში თავი უხერხულად იგრძნო და ჯილდოს, რომელიც გრძელი, მართკუთხა ფორმის იყო, დროდადრო სხეულის მოშიშვლებული ნაწილების "დასაფარად" იყენებდა. 
თითქმის ასეთივე კოსტუმი American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შარშან მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ეცვა. მომღერალს ფერადი თვლებით დამშვენებული კოსტუმი ტანზე ჰქონდა მომდგარი. მაშინ სცენაზე ჯენიფერმა რეპერ პიტბულთან ერთად ნამდვილი ეროტიკული შოუ მოაწყო.



სელენა გომესმა შემოქმედებით გეგმებზე ისაუბრა. მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებას წლის ბოლოსთვის გეგმავს. დეტალებზე სელენას არ უსაუბრია, თუმცა გოგონამ ის მუსიკოსები დაასახელა, ვისთანაც სიამოვნებით ითანამშრომლებდა.
„ამჯერად სხვადასხვა ჟანრში მინდა მუშაობა. ამიტომ, სიამოვნებით ვიმუშავებდი სტუდიაში ჩემს მეგობარ ტეილორ სვიფტთან და ჯგუფთან „Fun" ერთად... ერთ წელიწადში სამ ფილმში მივიღე მონაწილეობა და ჩემს ცხოვრებას მუსიკა მოაკლდა... ამიტომ, წლის ბოლოს ახალ ალბომზე შევუდგები მუშაობას. ახალი ნამუშევარი განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ადრე ვაკეთებდი" - აცხადებს სელენა.
შეგახსენებთ, რომ მომღერლის უკანასკნელი ალბომი სახელწოდებით „When the Sun Goes Down" 2011 წელს გამოვიდა.


აშერმა განაცხადა, რომ ემი უაინჰაუსთან დუეტს გეგმავდა. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანელი მომღერლის გარდაცვალებამდე მუსიკოსი თამამშრობლობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებდა ემის მენეჯერებთან.
მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშერი და ემი ერთმანეთს ერთ-ერთ ლონდონის მაღაზიაში შეხვდნენ. „როდესაც ერთმანეთს შევხვდით მაშინვე გადავწყვიტეთ ეს ამბავი. მე საყიდლებზე ვიყავი, ისიც რაღაცას ყიდულობდა... ჩვენი გზები გადაიკვეთა და ვიფიქრე კიდეც: „ეს მართლა ემი უაინჰაუსია?"... ჩვენ ვისაუბრეთ, გავცვალეთ ინფორმაციები, მე დავპატიჟე ჩემს კონცერტზე, მაგრამ ის ისევ არ მოვიდა... გვქონდა საუბარი დუეტის შესახებ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ეს შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი ყოფილიყო. ასეთ ხმას ყოველ დღე ვერ შეხვდები"
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოვიდა აშერის მეშვიდე სტუდიური ალბომი „Looking 4 Myself".


Adam Levine–მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას სულ მალე ცნობილ სერიალში " American Horror Story"–ში ვიხილავთ. მომღერლის თქმით ეს სამსახიობო კარიერის მხოლოდ დასაწყისია: Deadline წერს, რომ Maroon 5–ის სოლისტს სულ მალე დიდ ეკრანზეც ვიხილავთ. Adam–ი ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც "შეუძლია თუ არა სიმღერას შენი გადარჩენა?" ერქმევა. მასთან ერთად მთავარ როლს Keira Knightley ასრულებს. როდის გაიმართება პრემიერა ჯერ უცნობია. 
Levine–ს როკის მოყვარული ბიჭუნას როლი შეხვდა. რომელიც კარიერის გამო თავის შეყვარებულს მიატოვებს. მომღერლის შეყვარებულის როლს Keira ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად Adam–ი Victoria's Secret–ის ცნობილ მოდელ Behati Prinslu–ის ხვდება. რაღა დაგვჩენია დაველოდოთ Levine–ის ახალი ფილმის პრემიერას.

კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 628 | დაამატა: Lovatic♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-06-19
- კარგია ძაან <3 ყოჩაღ



2012-06-19
- ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 8:16 PM 
თქვენი IP: 18.227.111.58
თარიღი: 2024-05-18 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.