Russell Brand და Katy Perry ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ!
დიდი ხანია რაც ვრცელდება ჭორები წყვილის დაშორების შესახებ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რასელი ხშირად იყო შემჩნეული საქორწინო ბეჭდის გარეშე, ასევე ისინი ბოლო დროს 7000 მილის დაშორებით, ცალკ-ცალკე ცხოვრობდნენ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პაპარაცების მახვილ თვალს.
o_l
ვარსკვლავების წარმომადგენლები კი გავრცელებულ ჭორებზე კომენტარებისგან თავს იკავებდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი კეიტიმ განაცხადა, რომ მას სურდა კარიერული ტაიმ-აუტის აღება და მეტი დროის ოჯახთან ერთად გატარება. ამ გადაწყვტილებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის შესახებ, რომ წყვილის პირად ურთიერთობებში სერიოზული ბზარი გაჩნდა. თუმცა ვარსკვლავები მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი პირადი პრობლემების დამალვას. რასელი ცოტა ხნის წინ ელენის შოუსაც ეწვია, სადაც ამტკიცებდა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე და ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ.
სამწუხაროდ ჭორები დადასტურდა. ბრიტანელმა კომიკოსმა Russell Brand-მა გააკეთა კომენტარი ტაბლოიდ TMZ-თან, სადაც განაცხადა, რომ მან ოფიციალურად გააწერა ხელი კეიტთან ლოს-ანჟელესში. "-სამწუხაროდ მე და კეიტი ვასრულებთ ჩვენს ქორწინებას. მე ის ყოველთვის მეყვარება და მეგობრებად დავრჩებით."
არსკვლავების ქორწინება მხოლოდ 14 თვე გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ ისინი 2009 წელს შეხვდნენ ერთმანეთს VMA-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე, ხოლო 2010 წელს ინდოეთში იქორწინეს.
* ამჯერად ლურჯთმიანი კეიტი პერი ინდონეზიიდან დაბრუნდა ლოს ანჯელესში.იქ გამართულ კონცერტზე პერიმ სცენაზე უცნობ ბიჭს აკოცა.სოციალურ ქსელებში ამის გამო ატეხილ ხმაურს მომღერალმა ასე უპასუხა: "ეს შოუს ნაწილი იყო და მეტი არაფერი".
|