Maroon 5-ის ვოკალისტის ადამ ლევაინისა და Victoria's Secret-ის ანგელოზის ანა ვიალიცინას გზები გაიყარა. მათი დაშორების შესახებ ჭორები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ამჟამად ინფორმაცია თავად მოდელმა დაადასტურა.
"მე და ადამი ერთმანეთს მშვიდად დავშორდით. მე იგი დღემდე მიყვარს და პატივს ვცემ, როგორც მეგობარს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ" - განაცხადა 26 წლის უმშვენიერესმა მოდელმა.
წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს ერთ-ერთ შოუში გაიცნო, სწორედ მას შემდეგ დაიწყო მათი ურთიერტობა. 2012 წელს კი ლევაინი ვიალიცინა არაოფიციალურად დაინიშნენ. მაშინ ადამი ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა...
წყვილს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად მათი დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება.
არც ისე დიდი ხანია რაც პოპ დივა კეიტი პერისა და მსახიობ რასელ ბრენდის გზები გაიყარა. როგორც წყვილების დაშორების შემდეგ ხშირ შემთხვევაში ხდება სადაო ქონება აღმოჩნდება და ისინიც ერთმანეთს ხოცავენ ამის გამო.
თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რასელმა უარი თქვა კუთვილ ქონებაზე, რომელიც მას კეიტთან გაყრის შემთხევავაში ერგებოდა. ასევე უარი განაცხადა 6 მთელ 5 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლზე რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს.
წყვილმა სახლი 2011 წელს შეიძინა, თუმცა ოჯახური კერის მოწყობა შეიძლება ითქვას რომ არ დასცალდათ. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა მათი დაშორება გახლავთ. თუმცა სახლი კი არა დაახლოებით სამ ჰექტარზე გადჭიმული ნამდვილი სასახლეა, რომელშიც 7 საძინებელი და 9 სააბაზანო ოთახი გახლავთ.
რასელი და პერი 2010 წელს ინდოეთში დაქორწინდნენ, თუმცა მათმა ქორწინებამ არც ისე დიდხანს გასტანა და 14 თვის შემდეგ წყვილის ურთიერთობა დასრულდა. ოფიციალურად პერისა და ბრენდის წყვილი ივლისამდე კვლავ ცოლ-ქმრად რჩება. საინტერესოა ვისთან ერთად აპირებს კეიტი ჰოლივუდის სახლში ცხოვრებას... ბოლო დროს მას ფრანგ მოდელთან და მომღერალთან - Baptiste Giabiconi-სთან ერთად ხშირად ხედავენ.
საკმაოდ დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა უიტნი ჰიუსტონის აუტოფსიის დასკვნა გამოქვეყნდა. სადაც წერია რომ მომღერალი ლოს ანჯელესის სასტუმროს ნომერში აბაზანაში იპოვეს, ცხვირიდან კი სისხლი სდიოდა.
სასტუმროს ოთახში ღმოაჩინეს კოკაინი, ასევე თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა სააბაზანოშიც. რაც ლოგიკურია მიგავნიშნებს, რომ უიტნი ძველ ჩვევებს არასდროს არ გადაჩვევია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობდნენ მომღერლის სრული რეაბილიტაციის შესახებ.
საბოლოო დასკვნა კი ასე გამოიყურება: უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგად. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო გულის დაავადებამ. მის ოთახში და პირად ნივთებში კი აჩმოჩნდა სხვადსხვა ნარკოტიკული საშუალებები. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია...
შეგახსნებთ, რომ ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.