ამერიკელმა ნიკი მინაჟმა ნიუ-იორკში ერთ-ერთ კონცერტზე გამოსვლისას ხმა დაკარგა.
საიტი „WENN" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექიმებმა ნიკის უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დასვენება ურჩიეს. ამ ინფორმაციას მიკრობლოგში თავად ნიკიც ადასტურებს: „სიმართლეა, რომ ხმა დამეკარგა. მაგრამ არავინ მკითხოს რა მითხრა ექიმმა. ყველაფერი კარგად იქნება, თქვენი აღელვება სხვა დროს აღარ მსურს".
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში რეპერმა ბიორდმანმა განაცხადა, რომ ნიკი მინაჟი თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სურპრიზს ჰპირდება. არსებობს, ინფორმაცია, რომ ეს სურპრიზი რეპერის ალბომის „Pink Friday: Roman Reloaded" ხელმეორე გამოცემა გახდება.