ცნობილი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ნიკოლ შერზინგერი გუშინ, 16 მაისს(ხოო ვიცი დღეს 19-ია და გუშინ 18 იყოო :დ)) ფილმ "მამაკაცები შავებში 3-ის" პრეზენტაციას დაესწრო. ვარსკვლავს შავი, სექსუალური კაბა ეცვა, თუმცა ღრმად შეხსნილი, რომელმაც ნიკოლი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.
ვარსკვლავი ვერ დადიოდა, რადგან მისი კაბის ჭრილი ზედმეტად იხსნებოდა. ნიკოლმა მალევე იპოვა ”გამოსავალი” და მთელი საღამო კაბა ხელით ეკავა, თუმცა ამან მაინც ვერ უშველა. პაპარაცებსაც ეს უნდოდათ და ვარსკვლავის ინტიმური ადგილები გადაიღეს.
პრეზენტაციაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, მომღერალი თავის საყვარელთან, ფორმულა-1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონთან ერთად მივიდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
|