აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ ჰოლივუდის ბომონდს უმასპინძლეს. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები პრეზიდენტის რეზიდენციაში კორესპოდენტთა ასოციაციამ მიიწვია, რომლის წევრებიც ობამას საქმიანობას სისტემატურად აშუქებენ. ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს შარლიზ ტერონი, ლინდსი ლოხანი, პიზ უიზერსპუნი, ელიზაბეტ ბენკსი, ვიოლა დევისი, ირინა შეიკი, გოლდი ჰოუნი და სხვა უამრავი ლამაზმანი დაესწრო.
ელიტურ წვეულებას ჯორჯ კლუნი, ჩეის კროუფორდი, ჯორჯ ხატჩერსონი დენიელ რედკლიფი და ოსკაროსანი ძაღლი, უგიც სტუმრობდნენ.
სტუმრებს ბარაკ და მიშელ ობამები შეხვდნენ. საპრეზიდენტო წყვილმა ვარსკვლავებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდა და იზრუნა, რომ ყველა სტუმარს ორგანიზაცია WRA-თვის ფინანსური შემოწირულობა გაეღო. ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში ფეხმძიმე ქალებს ეხმარება.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
|