-იყოს,არ მინდა.-მითხრა და გაიღიმა. -ისე,საქორწინო მოგზაურობა არ გვექნება?-ვიკითხე. -როგორ არა,რამდენიმე დღეში ჩემს აგარაკზე წაგიყვან. -აა,კარგია,-გავიღიმე. -არ წავიდეთ? -კი ოღონდ ჯერ ჩემებთან წავიდეთ და დავემშვიდობები,საღამოს მიფრინავენ. -კარგი. მალე მივედით. -კეტ,უკვე მომენატრე!-ვუთხარი და ჩავეხუტე. -მე არა!-გაიხუმრა,-პიცას აღარავინ მიჭამს!
გამეცინა. -დამპალო!-ვუთხარი,-ისე,შენ მიყვები დედას თუ აქ რჩები? -ვრჩები,იქ რა გაძლებს... -მაგრამ აქ მარტო რომ იქნები? -მერე რა,რისი უნდა მეშინოდეს? დამიჯერე შენზე მონსტრი არავინაა-კვლავ გაიხუმრა. -მეც მიყვარხარ კეტ!-ჩავეხუტე. -იან! ჩემს დასთან ფრთხილად იყავი,და პიცა ან სპაგეტი თუ გიყვარს დამალე თორემ სულ შეგიჭამს.-უთხრა იანს. -გავითვალისწინებ!-გაეცინა.
შემდეგ დედ-მამასაც დავემშვიდობეთ და სახლში დავბრუნდით. -ბარგი ჩაალაგე,ხვალ მივდივართ.-მითხრა იანმა. -უკვე? აკი რამოდენიმე დღეშიო? -გადავიფიქრე,-თავისებურად გამიღიმა. -არ გშია?-ვკითხე -არა,წეღან არ ვჭამეთ?! -ხო,აბა რა ვაკეთოთ? -მმმ,ტელევიზორს ვუყუროთ! -მოდი! დივანზე დავჯექი,იანი კი წამოწვა,თავი ჩემს კალთაში დადო. -იმედია ხელს არ გიშლი..-მითხრა. -არა. ტელევიზორი ჩავრთეთ,რაღაც სულელური ფილმი გადიოდა. -არ გინდა ყავა მომიდუღო?-მკითხა იანმა. -არაა,-გამეცინა. -აუ მიდი რაა,გთხოვ. -ხო კაი,ჩემთვისაც გავიკეთებ ბარემ. -რა კარგი ცოლი ხარ! -გამატარე... -აუ,მეზარება წამოდგომა... -კაი ერთი! ვუთხარი და დივნიდან გადავაგდე.
-მაგარი ხაარ!-მითხრა. -ვიცი!-ვუთხარი და სამზარეულოში შევედი. ყავა მოვადუღე და იანს მივუტანე. -ჯანდაბა!-დაიყვირა იანმა როცა ყავა მოსვა,-რა ცხელია.
-უნდა დააცადო ხოლმე საერთოდ ცოტა ხანი.-დავცინე. -ისე,გემრიელი კია...მართლა კარგი ცოლი ხარ! -ვიცი. ცოტა ხნის შემდეგ ჭიქები ისევ სამზარეულოში წავიღე და ნიჟარაში ჩავდე. -ფორთოხლის წვენი არგინდა??-მომესმა ხმა. შევხტი. რომ შებრუნდი გაღიმებული იანი დავინახე და გამეცინა. -კი,-ვუთხარი. წვენი რომ დავლიეთ,მე დასაძინებლად ავედი.-ხვალამდე,-დამემშვიდობა. მეორე დღეს დილის 6 სათზე იანმა გამაღვიძა. -ბოდიში მაგრამ მალე უნდა წავიდეთ,-მითხრა. -არაუშავს.-ვუთხარი და აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე,რომ გამოვედი იანი ისევ იქ დამხვდა სადაც დავტოვე. -კარგად გამოიყურები. -გმადლობთ,-ვუთხარი და დაბლა ჩავედი. -ისე,შენი ოთახი სადაა?-ვკითხე. -სულ ბოლო ჩემი ოთახია,-მითხრა და გამიღიმა. უცებ ვისაუზმეთ და გამოვედით. -აუუ!!-ჩავიბურდღუნე პაპარაცების დანახვისას,-ისევ ესენი?! -აბა რა გეგონა ცოლად რომ მომყვებოდი. შევუბღვირე. გზაში საკმაოდ დიდხანს ვიყავით,იანმა რამდენჯერმე მანქანაში საწვავი ჩაასხა. საათს დავხედე.უკვე საღამოს 7 საათი იყო... -აუ დავიღალე!-შევჩივლე,-მალე მივალთ? -მეც...უკვე მივედით.-გამიღიმა. -მართლაა??-გამიხარდა. -კი.აი წინ დიდ სახლს ხედავ? წინ გავიხედე,მარტლაც მოჩანდა სახლის სახურავი. -კი...მერე? -ეს ჩემი სახლია. -მაგარია! დავიჩურჩულე აღფრთოვანებულმა მაგრამ შემდეგ შევნიშნე,რომ სახლი ტყესთან ახლოს იყო... -აუ აქაც ტყეე?! -გეშინია?-დამცინა. -ტყეში მგლები არიან,მე კი მგლების პანიკურად მეშინია. -რატომ? გეშინია არ გიკბინონ?-იანი ჩემს დაცინვას განაგრძობდა. არაფერი ვუპასუხე. -სულ პირველად რომ შეგხვდი,მაშინ რამ წაგაქცია?-მკითხა როცა მანქანიდან გადმოვედით. -მგლის ყმუილმა!-ამოვიოხრე.
გაეცინა. -ჰო,რა სასაცილოა!-გამოვაჯავრე. არაფერი მიპასუხა,უხმო ხარახრისგანმთელი ტანი უცახცახებდა. შემდეგ სახლის კარი გახსნა და შიგნით შემიპატიჟა. -გმადლობთ!-ვუთხარი და სახლში შევიხედე.
მიყვარხართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!<333
|