მგლის ყმუილმა!-ამოვიოხრე.
გაეცინა. -ჰო,რა სასაცილოა!-გამოვაჯავრე. არაფერი მიპასუხა,უხმო ხარახრისგანმთელი ტანი უცახცახებდა. შემდეგ სახლის კარი გახსნა და შიგნით შემიპატიჟა. -გმადლობთ!-ვუთხარი და სახლში შევიხედე. -შედი,ნუ გეშინია იქ მგლები არ არიან.-კიდევ დამცინა. -მოგკლავ!-შევუბღვირე განრისხებულმა. -რა პრობლემაა-გამიღიმა. შემდეგ შეიგნით შესვლა დამასწრო და ოთახში შუქი აანთო. და მე დავინახე თითქმის ჩვენი სახლის მსგავსი მისაღები. სახლი აშკარა ძველი იყო...მისი დიზაინი ცხადად მიუთითებდა ამაზე. იანი მომიყვა,რომ ეს სახლი მისმა მშობლებმა ჯერ კიდევ მაშინ იყიდეს,სანამ იანის უფროსი ძმა,მეტი დაიბადებოდა. თურმე იგი მთელი ბავშვობის არდადეგებს აქ ატარებდა. სახლი რამოდენიმე დღის წინ დაალაგებინა,რომ ჩვენ სუფთა დაგვხვედროდა. ამ ამბის მოყოლის შემდეგ მან ჩემი ჩემოდნები ზემოთ,ჩემს არჩეულ ოთახში აიტანა. შემდეგ კი ორი დიდი ჩანთა სამზარეულოში შეიტანა. მეც მივყევი. -მოკლედ,ვიცი რომ გშია და შენც იცი რომ მეც მშია ასე რომ ეხლა ორივე ამოვალაგებთ საჭმელებს და ჭურჭელს ამ ჩანთებიდან.-მითხრა იანმა. -რომ არ გეთქვა არ დაგეხმარებოდი ხომ იცი... -ვიცი,-გამიღიმა "სწრვულად"
მოკლედ,ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,მე და იანმა როგორღაც მალე ამოვალაგეთ საჭმელი,და მაშინვე ჭამა დავიწყეთ. არც კი ვიცი რამდენი ჩავიყარეთ. ის კი ვიცი,რომ მუცელი ლამის გამისკდა. -აუ მუცელიი,-გამეცინა. -მეც გამისკდა,-მასაც გაეცინა. -რა უნახავებივით ვჭამეთ. -"ჭამა" არ ქვია მაგას,უფრო "ვიყარეთ" შეეფერება...არაა??
-ნამდვილად. შემდეგ დარჩენილი ჭურჭელი ამოვალაგეტ ჩანთებიდან და თან ვლაპარაკობდით. იანი თავის ძმაზე,მეტზე მიყვებიდა,რომელსაც ჯერ არ ვიცნობდი. ქორწილში მოსვლა ვერ მოახრხა. იანის მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ მის და-ძმასთან და ბებასთან ერთად. -ისე,აქედან სანამ სახლში წავალთ მათთან შევივლით და რამოდენიიმე დღით დავრჩებით...წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-მკითხა. -არა,რატომ უნდა ვიყო..პირიქით კარგია.-გავუღიმე. -არ გეძინება?უკვე 11 საათია. -კი,შენ?-ვკითხე. -მეც. წავედით!! -არის სერ!-გამეცინა. ჩემს ახალ ოთახში ავედი,საწოლი გავშალე და დავწექი. ვერაფრით დავიძინე....მუცელი მტკიოდა. ბოლოს,როცა უკვე ნერვებე მოვიშალე ავდექი,წამალი დავლიე და ოთახიდან გამოვედი.
მიყვარხართ!!!!!!
|