და იმდღის შემდეგ როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ საკუთრი თავი მეზიღება!...-დავასრულე და თავი ჩავქინდრე. -ზედმეტად "კეთილი"სხვისთვის თავი გაწირა!.. ჰმ...-წამოიყვირა იანმა და გარეთ გავარდა. არ ვიცი რა დამემართა... თითქოს გაივთიშეო,მისი საქციელით გაოგნებული... ვეღარაფერზე ვფიქრობდი,წამით გონება გამეყინა. ნეტავ რა დაემართა?! უეცრად გაიქცა... უეცრად,გიჟივით გავარდა გარეთ... აი,ჩემი წინათრგრძობა ახდა,იანზე ამ ამბავმა ცუდად იმოქმედა... გონებაში ჯერ კიდევ მისი სიტყვები მიტრიალებდა... ნეტავ რას გულისხმობდა? 'ზედმეტად კეთილ'-ში ვინ იგულისხმა? ამ კითხვაზე ერთადერთ პასუხი არსებობდა... 'შენ!'-თავად ვუპასუხე ჩემს კითხვას.. რათქმაუნდა მე..სხვა ვინ?! არ ვიცი ასე რამდენხანს ვიჯექი სავარძელზე,რამდენხანს ვფიქრობდი,და რამდენხანს გავყურებდი ღიად დაგდებულ კარს, რომლიდანაც მწვანედ მობიბინე ბალახი მოჩანდა... უცებ მწვანე ბალახზე მანქანის ჩრდილი გამოჩნდა,და მე გავიგონე ძრავის ხმა. იგი გაჩერდა,ვიღაც გადმოვიდა..კარების მიჯახუნების ხმაც გავიგონე. ამ სიახლის მიუხედავად მაინც არ გავნძრეულვარ და არანაირი რექცია არ მქონია. ისევ ისეთი გამომეტყველებით გავყურებდი კარებს,რომელშიც სულ ცოტა ხანში ადამიანის ფიურა გამოჩნდა... მისი სახე ვერ დავინახე,რადგან კარებიდან მზე აჭყეტავდა. თუმცა,აღნაგობით იანს წააგავდა. -უკაცრავად...-წამოიწყო ვიღაც უცხო ხმამ. შევკრთი,ხმა ვერ ამოვიღე. -შენ ალბათ ნინა ხარ...-ჩემდა გასაკვირად ბიჭი სახლში დაუკითხავად შემოვიდა. ნელ-ნელა
მომიახლოვდა და მე გავარჩიე ღია ცისფერი თვალები,მომხიბლავი
ღიმილი,რომელიც ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას უეცრად გაქრა. მივხვდი,რომ მას უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებდი,ამიტომ დალაპარაკება გადავწყვიტე. -ვინ ხარ?-გამიჭირდა,მაგრამ მაინც შევძელი ხმის ამოღება. -მე..მე მეტი ვარ...შენ ნინა ხომ? შვებით ამოვისუნთქე..ის იანის ძმა იყო. -აჰ...მეტ! იანის ძმა..ბოდიში, არ გიცნობდი,-დიდი ძალისხმევის შედეგად გავიღიმე. -არაუშავს,ნინა!-გამიღიმა,-გამიხარდა შენი გაცნობა. როგორც იქნა შეგხვდი.
-მეც გამიხარდა. ვუთხარი და შევხედე. რაღაციტ იანს წააგავდა,თუმცა მაინც განსხვავებული იყო... -ისე,ჩემი ძმა სადაა? ამ კითხვის დასმისას ღიმილი უეცრად გამიქრა სახიდან. დავიბენი.. მას ალბათ ეგონა,რომ მე და იანს ერთმანეთი გვიყვარდა... რა მეთქვა?! -ამმ..სასეირნოდ წავიდა...-მეტი ვეღარაფერი მოვიფიქრე. კეტრინი აქ რომ ყოფილიყო დამცინებდა,რადგან ტყუილი რომ არ მეხერხებოდა მასზე კარგად არავუინ უწყოდა. -იანი?!-გაკვირვებულმა შემომხედა.-იანი და სიერნობა?! იშვიათობაა. ალბათ ცოლის მოყვანამ შეცვლა იცის-დაამატა და გაიღიმა. -ხო,ალბათ.-როგორღაც გავიცინე,თუმცა ძალით... მეტი კარების დასახურად გაემართა,შემდეგ კი მითხრა: -მე სარდაფში ჩავალ..რაღაც სამე მაქვს და ერთი დღით შემოგიარეთ..-გაიღიმა. -ა,კი რაპრობლემაა,-მეც გავუღიმე. ის კი სარდაფისკენ გაემართა. როგრც კი თვალ მოეფარა მობილურს დავტაცე ხელი,იანის ნომერი ავკრიფე და მწვანე ღილაკს დავაწექი. ზარი გადიოდა..თუმცა არვინ პასუხობდა. 'ჯანდაბა იან! მიპასუხე' წამოვიძახე. არ მპასუხობდა,ამიტომ ხმოვან ზარს დაველოდე და ვთქვი: -იან,არ ვიცი რა დაგენართა მაგრამ ამმესიჯს რომ მოისმენ აუცილებლად სახლში მოდი! -რამდენი წლის ხარ,ნინა?-მომესმა ხმა. შევხტი,მობილური მაშინვე დივანზე დავაგდე. -22-ის,-გავიღიმე.-შენ? -მე 23-ის...შენ იანის ტოლი ყოფილხარ? 'ხოო? არ ვიცოდი' წარმოვთქვი გულში,ხმამაღლა კი ეს ვთვი: -კი,ვიცი..-და გავიღიმე.-არ გშია? დაღლილი იქნები... -სიმართლე გითრა ძალიან... -მშვენიერია,თან მეც მშია და ერთად ვისაუზმოთ.-ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავემართე. მაცივარში შევიხედე... გაყინულმა ქათამმა მაშინვე თვალი მომტაცა და მისი შეწვა გადავწყვიტე. თან ვფიქრობდი..ნეტავ იანი მოვიდოდა? ნეტავ მეთქვა რომ მეტი მოვიდა.. ანდა საერთოდ რა დაემართა? ამასობაში ქათამი დავჭერი,ღუმელში შევდე,და თეფშები გადმოვიღე გასაშლელად. -მოხმარება ხომ არ გინდა,ცოლო?-მომესმა ხმა,როდესაც თეფშებს ვიღებდი.მის მიმამრთულებით შევტრიალდი და ვიღცას შევეჯახე. მაშიინვე მივხვდი ვინც იყო. -მმმ...კი მინდა,დანა-ჩანგლები მომაწოდე.მე კი მანამდე თეფშებს გავშლი.
-კარგი.-თავისებურად გამიღიმა და გზა განითავისუფლა. არვიცი როდის მოვიდა..ასე უხმაუროდ...ან მეტის ნახვა როდის მოასწრო.. თუმცა მას რას გაუგებდი... იანმა მომაწოდა რაც დავაბარე და შემახსენა: -არ დაგავიწყდეს,ღუმელში ქათამია. -მახსოვს!-შევუბღვირე. მან კი კვლავ გამიღიმა და ღუმელში შეიხედა. -მორჩა,-თქვა და გამორთო. ამასობაში სუფრა გავაწყვე და იანისკენ გავემართე,რომელიც ღუმელიდან ქათამს იღებდა. -არაფრის ახსნას არაპირებ?!-მკაცრად ვკითხე მაგრამ ამ დროს სამზარეულოში მეტი შემოვიდა.ამიტომ სასწრაფოდ გავმხიარულდი. -ეე რა გემრიელად გამოიყურება.როგორ მიყვარს..ოქროს ხელებამ შედეს ღუმელში-წამოვიძახე ჩემს თავზე და იანს შევხედე. -აბა რა,აბა რა!-წამოიძახა მან და მაგიდისკენ გაემართა. მეც მივყევი. ყველანი მაგიდას შემოვუსხედით და საუზმობა დავიწყეთ. თავიდან თითქოს დაძაბულობა იყო...ხმას არცერთი ვიღებდით.. -ამ...დღეს სადმე ხომ არ გაგვესირნა?თან ნინაც დაათვალიერებდა აქაურობას...-დაარღვია სიჩუმე იანმა. მისმა სიტყვება გამაბრზა..ის ჩემთან მარტო დარჩენას ერიდებოდა! 'თუ გგონია რომ დამავიწყდება,ძალიან ცდები ქმარო!' ეს კი გავიფიქრე,თუმცა სინამდვილეში ვუთხარი: -კიი,მშვენიერი იდეაა..არა მეტ? -ნამდვილად...თან აქაურობა მომენატრა! -მშვენიერია..-ეშმაკურად ჩაიღიმა იანმა.-მაშინ საუზმობას რომ მოვრჩებით წავიდეთ...უკვე პირველი საათია. -კარგი.-გაუღიმა მეტმა და წამოდგა.-მე მოვრჩ უკვე..მადლობა ნინა,ძალიან გემრიელი იყო. -არაფერს..რის მადლობა,-ვუთხარი და გავუღიმე. მეტი მისაღებში გასავლელდ გაემართა,თუმცა ამ დროს იანმა წამოიძახა: -მეტ!
დავიჯერო ფორთოხლის წვენს არ მიაყოლებ?-მისმა საქციელმა კიდევ ერთხელ
დამარწმუნა იმაში,რომ იანი ჩემთან მარტო დარჩენას ერიდებოდა... -მმ...კიი სიამოვნებით დავლევ..მადლობა რომ შემახსენე.-თქვა მეტმა და მაცივრისკენ გაემართა. თუმცა ამდროს ჯიბეში მისი ტელეფონი აწკრიალდა. -გისმენთ?-წარმოთქვა მეტმა,როცა ტელეფონი ყურთან მიიდო.-4 საათზე? არა ვერ მოვახერხებ... მე მანამდე იანს შევხედე,რომემლიც დაბნეულივით მიშტერებოდა თავის თეფშს. ვისარგებლე იმით,რომ მეტს ჩვენთვის არ ეცალა,და იანს ვუთხარი დაბალ ხმაზე: -იცი?! ჩემთან მარტო დარჩენას ტყილად ერიდები..მაინც მოგიწევს ახსნა...-და წამოვდექი,ჩემი თეფში ნიჟარაში ჩავდე. -კარგით,თუ სხვა გზა არ არის ახლავე წეამოვალ,რომ 4-სთვის მანდ ვიყო... მიდიოდა?! რატომღაც შვების ნაცვლად იმედგაცრუება დამეუფლა.. თუ წავიდოდა იანს სხვა გზა არ რჩებოდა,უნდა აეხსნა... -სამწუხაროდ,ჩვენი
სერნობა უნდა გადავდოტ..-მოგვიბრუნდა მეტი,როცა ტელეფონი გათიშა.-რაღაც
სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა წავიდე..თუმცა საღამოს დავბრუნდები. მისმა ბოლო სიტყვებმა გამახარა..მეტი კარგი ადამიანი ჩანდა. თან მე და იანი ცოტა ხნიტ მარტო დავრჩებოდით და ყველაფერს მომიყვებოდა! რას ნიშნავდა მისი საქციელი,მისი სიტყვები... ანდა რატომ იმოქმედა ამ ამბავმა მასზე ასე ძლიერად... რატომგაიქცა სახლიდან... მისთვის უამრავი შეკითხვა მომიგროვდა. უცებ ისევ ჩემი გულის ამბავი დამიდგა თვალწინ... რეალობას გამოვეთიშე..არ ვიცი რა დამემართა.. ეს ამბავი ყოველთვის ცუდად რატომ მოქმედებდა ჩემზე?! აღარაფერი მესმოდა,გარდა საავადმყოფოს ექთნების საუბრისა.. თითქოს ისევ ის ავადსახსენებელი დღეს იყო და მე ისევ საავადმყოფოში ვიწექი. მინდოდა ეს სცენა ჩემშიგამექრო,თუმცა ვერ შევძელი.. ვიცოდი,რომ ეს ჩემი წარმოსახვა იყო..თუმცა ვერაფერს ვაკეთებდი... -იან!-წამოვიძახე. -ნინა რა გჭირს?კარგად ხარ?-მომესმა მისი შეშფოთებული ხმა. მისმა ხმამა რეალობაში დამაბრუნა... თავბრუ მეხვეოდა.. ბუნდოვნად ვარჩევდი ორ შეშფოთებულ სახეს... ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ერთერთს ხელებში ჩავუვარდი.. გონება დავკარგე. -რა დაემართა?რატომ წაუვიდა გული? ექიმო მითხარით...-ბუნდოვნად მესმოდა იანის ხმა. -უბრალო ნერვიულობის ბრალია...ახლა დამამშვიდებელს გავუკეთებთ და საღამოსენ გამოკეთდება. -ძალიან კარგი... კი,ნუშეგეშინდებათ..გამოკეთდება. ახლა მე წავალ და თუ რამეა დამირეკეტ. -კარგით ექიმო გმადლობთ.
დააკომენტარეთ!!!!!!! ;დდ
|