ცივი ზამთარი...
მაგრამ სიყვარულით გამთბარი
თბილი ხელები სიცივეს ათბობდნენ,გულს ალღვობდნენ
თბილი გამოხედვა,ნუგეშისმიმცემელი
უსიტყვოდ გაგებული და შესისხორცებული გრძნობა
მხოლოდ მათი ხმები და სხვა არაფერი
წმინდა სიყვარული
სანატრელი ოთხშაბათი
ერთმანეთისთვის გალეული
თბილი მუსიკის ხმა
გოგოს სციოდა,ბიჭი კი თბილად
სანატრელი ადამიანის ხელებს ათბობდა
ოღონდ უსიტყვოდ...
ეს ხომ წავიდა ?!
დრო უკან აღარასდროს ბრუნდება
ეს დრო ტკბილ მოგონებად ჩამებეჭდა გულში
ვერასოდეს დავივიწყებ
მაშინ არავინ არღვევდა სიყვარულს
ზოგჯერ იმ დროის მონატრება ისევ გამახსენებს თავს
ისევ ავტირდები,მომენატრება
თბილი ხელები
მომენატრება და მენატრება ის
რასაც ვერ დავაბრუნებთ
წარსული ყოველთვის წარსულია
მაგრამ ვინ რა იცის
არ ვიცი რამდენად გინდა შენ წარსულის დაბრუნება
ნეტავ ისევ ისეთი მნიშვნელოვანი ვარ შენთვის?!
მახსენდება,მახსენდება როგორ გვიხაროდა ერთმანეთი
იმ დროს ოდესღაც ერქვა ჩვენი
ახლა ის მხოლოდ ჩემია,რადგანაც
მხოლოდ მე მენატრება...
გამაფერადეთ !!!...
გამაფერადეთ ხალხი
არა ხართ გამაფერადეთ
ჩქარა ფერადი საღებავები შემომაშველეთ
მუხლმოდრეკილი გევედრებით გამაფერადეთ
თორემ წამიღო მონატრებამ გული წაიღო
გაალღვეთ გული გაყინული,ცრემლით გაალღვეთ
ვერ მორევია ჩემი გონება ცრემლი წაიღო
ვეღარ ვიცინი გულიანად ვეღარ ვკისკისებ
გამაფერადეთ დავიღალე ხვეწნა მუდარით
არა ნუ წახვალთ ნუ დამტოვებთ ფიქრის ამარა
გული დამიღრღნეს,დაანაფოტეს ფიქრების ალმა
გთხოვთ ნუ მომპარავთ გემუდარებით იმ ბავშვურ ღიმილს
არ დამიტოვოთ ნაძალადევი
გამაფერადეთ
თქვენ ვერ მიშველით მაგრამ მაინცა
დაგევედრებით არ მიმატოვოთ
რატომ ვერ მიგებთ ცუდად ვარ ხალხნო
გთხოვთ,შემიბრალეთ...
ცრემლების ღვარი ყოველ ღამე ისე მომბეზრდა
ძვლივს განათევი,ნაწვალები უძილო ღამე
მე ვერ მიშველის ახლა ვარსკვლავით ცა მოჭედილი
მე აღარ მხიბლავს მიმოფანტული ფიფქების ბუღი
არ დამიტოვოთ ნაძალადევი ღიმილი სავსე
გამაფერადეთ,ისევ ვითხოვ გამაფერადეთ...
ბოლო ზედმეტად პესიმისტურია //
მაგრამ მაშინ ეგეთ ხასიათძე ვიყავი და __ ((
add to a set now3 months ago