-ჩშშ...ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
-კაი
-გიომ თვალი ჩაუკრა ,მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამღლა ,მძღოლის გასაგონად თქვა:-ანუკი მისმინე რაღაც უნდა გითხრა...
-რა იყო?
-არ ვიცი როგორ გამიგებ,შეიძლება ცუდად გამიგო,მაგრამ ესე გადავწყვიტე
-მითხარი
-უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და ...
-და ..?!
-ცოლად უნდა გამომყვე..
-რაა..?!
-უნდა მოგიტაცო
-გაგიჟდი?!
-არა,სერიოზულად გეუბნები ახლავე ,ამ ტაქსით.
ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა .მძღოლი გაოცებული უსმენდა მათ საუბარს,თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით.გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაიდო მუხლზე,ანუკის რომ არ დაენახა.
-კაი არ გინდა რა ნერვიულობა აზრი არ აქვს,კარგად იქნება ყველაფერი
-ჩემები რას იტყვიან?!-ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.
-შენ ტელეფონს გამორთავ,მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული თუ რამეა დაგვირეკავენ არაუშავს ,ინერვიულოს მამაშენმა ორი სამი დღე.
-მომკლავს
-ნუ სულელობ
-და სად ბიქნებით ეს ორი-სამი დღე?
-საგურამოში ბიძაჩემის სახლში გასაღები მაქვს.
-არავინ არ იქნება?
-არა
-მაინც მეშინია ამას ვერ ვიფიქრებდი.
-ნუ გეშინია,ჩაეხუტა გიო ,ხო ხედავ ტაქსიც კარგი შეგვხვდა და გვეხმარება ,მძღოლმა გაიღიმა..
-მგონი არ გამოგვივიდა ხო?-გიოს ყურთან მიიწია ანუკი
-გამოგვივიდა..-კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ .ამ დროს ანუკიმ შენიშნა რომ გვარიანად გაცდნენ მის სახლს .
-სად მივდივართ?დაეჭვებულმა კითხა გიოს.
ამ დროს მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია....