რობერტ პატინსონმა 12 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა,თუმცა მალევე შეეშვა ამ საქმიანობას. დღეს კი ის აცხადებს,რომ მას ძალიან წარუმატებელი სამოდელო კარიერა ჰქონდა
მანამ სანამ რობერტი ფილმებში ითამაშებდა ,იგი ლონდონის თეატრის მსახიობი იყო
ჰყავს ორი უმცროსი და,ვიკტორია და ლიზი,რომლებიც ხშირად ჩნდებიან ძმის პრემიერებზე
მისი მშობლები დღესაც ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ
2010 წელს გამოსულ ფილმში Remember Me მთავარი როლი შეასრულა,ამასთანავე იგი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო
რობერტ პატინსონს თავდაპირველად არ სურდა ბინდში მონაწილეობის მიღება,რადგან ფიქრობდა რომ ვერ შეძლებდა სრულყოფილი გმირის თამაშს,თუმცა საბოლოოდ ის მაინც დათანხმდა როლს
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,რობერტმა მანქანის ტარება არ იცის. ამის შესახებ მან ელენ დეჯენერისთან სტუმრობის დროს განაცხადა, თუმცა მან სულ ცოტა ხნის წინ ზუსტად 10 საათში ისწავლა მანქანის ტარება.
მას შემდეგ რაც რობერტმა და რიზ უიზერსპუნმა ერთობლივ ფილმში ითამაშეს,ძალიან დაახლოვდნენ,და შეიძლება ითქვას რომ უახლოესი მეგობრებიც კი გახდნენ
2010 წელს ჟურნალმა ფორბსმა 100 ძლიერ და გავლენიან ადამიანთა რიცხვში შეიყვანა
ჰარი პოტერში განსახიერებული როლის შემდეგ,მედიამ მას ახალი ჯუდ ლოუ უწოდა
მსახიობი ვერ იტანს ცეკვას, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში საკმაოდ კარგად ცეკვავდა. რობერტი ძალიან არაჰიგიენურია და თავს იშვიათად იბანს.
მას არ მოსწონს თავისი სახელი და უნდა რომ ხალხმა ახალი სახელი გამოუგონოს.
რობერტმა ერთხელ ქუჩაში ფანი გააჩერა და სადილზე დაპატიჟა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა და ვინმესთან საუბარი სურდა
ცნობილია, რომ რობერტი მუსიკის ნიჭითაც გამოირჩევა. ის პიანინოსა და გიტარაზე უკრავს.
რობერტს იმდენად მოეწონა ედვარდ კალენის სამოსი, რომ გადაღებების შემდეგ ისინი სახლში წამოიღო
გოგონას პირველად 13 წლისამ აკოცა. მისთვის ფული არაფერს არ ნიშნავს და მეათეხარისხოვანია
|