თან ამას მოსუმინეთ და ისე ათვალიერეთ <3 მიყვარს ეს მელოდია ^_^
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა, ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით. რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები? მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები ! ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად... ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი... ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ მჭირდები
..............
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება და დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება ის სიყვარული დავამთავრე ,მე რომ მიყვარდა და ისიც, თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი. მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს სულ ის მინდოდა, მოსულიყი შენთვის ზამთარი რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი, სულ ის მინდოდა , მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა, და ამ სიტყვებით ჩემი გული რომ დაგესეტყვა, ბევრი მინდოდა, ალბათ ბევრი რაც არ მერგება რაც არ მეკუთვნის, ის ხომ მაინც არ შემერგება შენ არ გამტყუნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია? მე ვარ ასეთი, შენ რას გერჩი? ყველას ხიდი ვარ, ყველ ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ ? ჩემთვისაც არის სადღაც გზები მაგრამ ვერ ვხედავ, ან ბრმა ვარ ანდა კიდევ წასვლას ვერ ვბედავ. მე რომ წავიდე , რა ვქნა მერე ვის მიგაბარო? ნუთუ არ ჯობდა ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო? ალბათ არ ჯობდა, რადგან ენა არ აგიმღერდა ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ სწორედ ამიტომ სიყვარულო შენგან მივდივარ