ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში "ფრჩხილების მოდის" რიგით მეორე კვირეული გაიხსნა. მინი პოდიუმზე სხვადასხვა ფერითა და მოსართავით შემკული თითები "გამოდიოდნენ". მოდელებმა ფრჩხილის მოხატვისა და ფრჩხილის ლაქების უკანასკნელი ტრენდები წარმოადგინეს.
ორგანიზატორები მინი პოდიუმს სპეციალურად ფრჩხილებისთვის ქმნიან. ჩვენება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ღონისძიებას ლაქის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, მხატვრები, მანიკურ-პედიკურის სპეციალისტები, სელებრითები და ტურისტები ესწრებიან. ბრაზილიელი ქალები მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან ფრჩხილის ლაქის მოხმარების სიხშირის მიხედვით.