ლინდსი ლოჰანი სასოწარკვეთილია. მსახიობის ახლო მეგობარმა განაცხადა, რომ ლინდსის ეკონომიურად იმდენად უჭირს, რომ ძველი სამოსის გაყიდვა დაიწყო.
"ის ძალიან განიცდის, რომ ნაღდი ფული არ აქვს. მან სამოსი, ფეხსაცმელები და ჩანთები ლოს-ანჯელესის სავაჭრო კომპანიას გადასცა. სამოსი იმდენი იყო, მისი ტრანსპორტირებისთვის სატვირთო მანქანა გახდა საჭირო", - განაცხადა მსახიობის მეგობარმა showbizspy- თან საუბარში.
ვარსკვლავი მალე ელიზაბეტ ტეილორს განასახიერებს და იმედოვნებს, რომ ამ ნამუშევრით მისი ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება. ფილმი "ელიზაბეტი და რიჩარდი: სიყვარულის ისტორია", ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. სურათის პროდიუსერი ლარი ტომპსონია. ის ეკრანებზე 2012 წლის ბოლოს გამოვა.
ლინდსის ახლო მეგობარი აცხადებს, რომ ვარსკვლავი ამ როლზე დიდი ენთუზიაზმით მუშაობს. "ლინდსი ამ როლისთვის თავს სწირავს. თავისუფალ დროს სცენარს კითხულობს და ელიზაბეტის პიროვნების შეცნობას ცდილობს", - განაცხადა მსახიობის ახლო მეგობარმა.
|