დაიწყება სკოლა და დაიწყება ყველაფერი თავიდან.რა ყველაფერი? ყოველდღე ერთი და იგივეს გამეორება.
1: დააყენე მაღვიძარა 8 საათზე,ადექი 9–ის 15 წუთზე.
2: სააბაზანოში პირის დაბანა,კბილების გახეხვა.
3: ჩაცმა.
4:ჩანთის ჩალაგება.
5: სახლიდან გასვლა.
6:სკოლის გზაზე სიარული.
ეს ყველაფრი უნდა განმეორდეს მთელი 1 წლის განმავლობაში ყოველდღე.ძალიანაც რომ მინდოდეს რამის შეცვლა არამგონია გამომივიდეს.ადრე თითქოს არ მაღელვებდა ის რომ ყოველ დღე ერთი და იგივე უნდა მეკეთებინა,მართალია მეზარებოდა მაგრამ დიდ უპირატესობას არ ვანიჭებდი.ახლა კი ძალიან მოქმედებს ჩემზე ეს.შაბათ–კვირას არის ხოლმე ისეთი დღე როცა,შემიძლია რაიმე უცხო გავაკეთო და შევცვალო 2 დღით ჩემი ცხოვრება,მაგრამ ხანდახან არც ეს არ გამომდის.დაიწყება მალე ისევ სკოლა,ისევ ის გარემო,ისევ ქაღალდების სროლა,ისევ ის სიტყვები რაც 3 თვის წინ მესმოდა.ისწავლე?, დავალება სად გაქვს?, რაგვქონდა სახლში?,დაფასთან გამოდი,გაკვეთილი მოყევი.მარტო მე დავიღალე? არა ვიცი რომ თქვენც დაიღლებოდით.მაგრა რავქნათ ასეთია ”წესი”.
ვაღიარებ რომ,წინა წელს ”არაფერი” მიკეთებია.ნიშნები საიდან გამომივიდა კარგები ვერ ვხვდები.ნუ სკოლაში ვსწავლობდი ხოლმე ხანდახან და ისე ვუყვებოდი მაგრამ სახლში არაფერი მიკეთებია.წიგნი არ გადამიშლია.ვიცი რომ 9 კლასი უფრო ძნელი იქნება და აქედანვე ვამბობ რომ კომპიუტერს რამენაირად უნდა შეველიო,ავიღო წიგნი და წავიკითხო!.ყოველ წელს მაგას ვამბობ მაგრამ ვფიქრობ რომ ახლა გამომივა! მეშინია გამოცდების:დ.არც კი მჯერა რომ მე მეცხრე კლასში გადავედი უკვე,ისე მალე გაირბინა 8 კლასმა უსწავლელობაში რომ ვერც კი შევამჩნიე:დ.
აქ დამთავრა ჩემი ”რაღაც” პოსტი და დაგემშვიდობებით )
ხოდა კიდევ თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში,პოსტთან და სკოლასთან დაკავშირებით<3