ჟურნალი Forbes ახალ სიას აქვეყნებს, რომელშიც ყველაზე მაღალი
ანაზღაურების მქონე ადამიანებია დასახელებული. ამჯერად, ჟურნალმა ჰოლივუდის
ცნობილი ქალბატონების ჩანთაში ჩაიხედა. ვნახოთ რომელმა მოახერხა საკუთარი
შრომით მილიონების მოპოვება.
ოპრა უინფრი პოზიციებს არ თმობს. ისე, ცნობილი ტელეწამყვანი არა მარტო
ყველაზე მდიდარი ადამიანია შოუ-ბიზნესში, არამედ ყველაზე
მაღალანაზღაურებადიც მთელს მსოფლიოში. ის 165 მილიონი დოლარის მფლობელია.
სულ რაღაც, ასი მილიონი დოლარით ჩამორჩება მას ბრიტნი სპირსი. შარშან
პოპ-პრინცესა სულაც არ მოხვედრილა ამ სიაში. წელს კი, მისმა საკონცერტო
ტურნემ მას 58 მილიონი დოლარი შესძინა, ხოლო ბოლო ალბომი Femme Fatal
ამერიკის შეერთებულ შტატებში პლატინის გახდა.
მხოლოდ ერთ კონცერტში, ტეილორ სვიფტი იღებს მილიონ დოლარს. ამიტომ, არც
არის გასაკვირვი, რომ ქანთრი-მომღერალმა სიაში მესამე ადგილი დაიკავა.
მეოთხე ადგილზეა ტელეწამყვანი ელენ დედჯენერსი. მის ყულაბაშია 53 მილიონი დოლარი.
53 მილიონი დოლარითა და 60 მილიონი ფეისბუკ-მეგობარით სიაში გვხვდება
რიანაც. სწორედ მისმა ჰიტებმა We Found Love და Talk That Talk განაპირობა
ჟურნალის რეიტინგში მომღელის მოხვედრა.
ერთი მილიონი დოლარით ჩამორჩება რიანას ლედი გაგა, მას ფეხდაფეხ
მოჰყვება ჯენიფერ ლოპესი, რომელიც არა მარტო საკონცერტო ტურებით
გამოირჩევა, არამედ ახალი არომატებისა და ტანსაცმლის ახალი ხაზის
გამოშვებით.
მერვე ადგილზეა ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელიც Versace, Esprit
და Pantene-თან გაფორმებული კონტრაქტების საშუალებით 45 მილიონი დოლარის
მფლობელი გახდა. ასეთივე შემოსავლით შეუძლია იამაყოს მომღერალმა ქეით
პერიმ.
სიას ასრულებს ტელეწამყვანი და ადვოკატი ჯუდიტ შეინდლინი, რომელსაც
მიჰყავს გადაცემა "მოსამართლე ჯუდიტი", Forbes-ის განაჩენით მას 45
მილიონი დოლარი და რეიტინგში მეათე ადგილი აქვს.
|