კვირა, 2024-04-28, 11:45 PM
       
       
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "Guests"მოგესალმები სტუმარი | RSS
მენიუ
მინი-ჩეთი
ენები / Languages
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish
გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონს?
სულ პასუხი: 803
ძებნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 11 » რა საიდუმლოს მალავდა უიტნი ჰიუსტონი?
6:44 PM
რა საიდუმლოს მალავდა უიტნი ჰიუსტონი?
2012 წლის 11 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონში" გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის გვამის გაკვეთის შემდეგ ექსპერტის მოხსენება ამერიკულმა პრესამ "შოკისმომგვრელად" აღიარა.

"უიტნი ჰიუსტონის გვამი სავსე აბაზანაში აღმოაჩინეს. მისი კანის დიდი ნაწილი დამწვარი იყო", - ნათქვამია მოხსენებაში. დოკუმენტების მიხედვით, როცა მომღერლის გვამი აღმოაჩინეს, ტემპერატურა აბაზანაში 33 გრადუსს აღწევდა - ეს უიტნის გარდაცვალებიდან 6 საათის შემდეგ.

"შესაძლოა, ჰიუსტონი ნახევრად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და წყლის ტემპერატურა ვერ განსაზღვრა", - აღნიშნა ლოს-ანჯელესის მთავარმა ექსპერტმა.

მედიკოსების დასკვნაში ნათქვამია, რომ იმ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, როგორსაც მომღერალი ეწეოდა, სხვა დასასრული მოსალოდნელი არც იყო: კოკაინის ხშირი გამოყენების გამო მისი ცხვირის ნესტოები გაფართოებული იყო.

გაკვეთის შემდეგ მომღერლის სისხლში, კოკაინის გარდა, აღმოჩენილ იქნა მარიხუანას კვალი, ქსანაქსი (ანტიდეპრესანტი), ფლეკსერილი (კუნთოვანი რელაკსანტი) და ბენადრილი (ანტიჰისტამინური საშუალება).

"სავარაუდოდ, ჰიუსტონის სიკვდილი გულის ათეროსკლეროზულმა დაავადებამ და კოკაინის ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია" - ნათქვამია აგრეთვე მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ უიტნი ჰიუსტონის სხეულზე აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის იარები (ხელებსა და ფეხებზე); ასევე - დაჟეჟილობები მხრებსა და თავზე.

ორი იარა, რომელიც მომღერალს მკერდის ქვეშ აღენიშნებოდა, იმის მანიშნებელია, რომ ჰიუსტონს პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მკერდის გასადიდებლად. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მომღერალს სხეულზე სხვა ქირურგიული ოპერაციების კვალიც აღენიშნებოდა: იარები მუცელსა და ბარძაყებზე, სავარაუდოდ, ლიპოსაქციის ნიშანია.

"ჰიუსტონი აბაზანაში თავზე მჭიდროდ მორგებული პარიკით იწვა. მას მერე, რაც გარდაცვლილ მომღერალს პარიკი მოვხსენით, ვნახეთ, რომ, როგორც ამას სხვა წყაროები აღნიშნავდნენ, უიტნი მელოტი არ ყოფილა.

მას მოკლე, ტალღოვანი შავი თმა ჰქონდა" - აღნიშნა მოხსენებაში ექსპერტმა.

შეგახსენებთ, მილიონობით ადამიანის საყვარელი მომღერალი მშობლიურ შტატში, ნიუ-ჯერსიში დაკრძალეს. ჰიუსტონს ბოლო გზაზე აცილებდნენ ოპრა უინფრი, ალისია კისი, კევინ კოსტნერი, მერაია ქერი, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვა ვარსკვლავები.

ჰიუსტონი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ყველაზე მეტი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. მათ შორისაა 6 "გრემი", 15 "ბილბორდი", 21 "ემი". მსოფლიო მასშტაბით მისი სიმღერების 170 მილიონი ალბომია გაყიდული, აქედან 55 მილიონი - მხოლოდ აშშ-ში.




კატეგორია: News სიახლეები ♥ | ნანახია: 591 | დაამატა: DemSMiley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-04-11
- კაი სიახლეა ყოჩაღ hearts hearts



გამარჯობა: სტუმარი



გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ Weteenს?
სულ პასუხი: 211
ტოპ 8

null PrettyBoySwag
null755
null852
null16


null AnnieFloyd♥
null531
null1193
null405


null Lovatic♥
null281
null178
null4


null MaryamSmiler
null248
null357
null4


null NoT_NorMal
null231
null1674
null17


null -Marriamo♥
null197
null6
null0


null mariieee
null197
null542
null10


null -Elle♥
null186
null511
null2

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
გამოკითხვა 3
მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 261
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 11:45 PM 
თქვენი IP: 18.191.157.186
თარიღი: 2024-04-28 
უფლებები დაცულია Annniiee♥- სგან.