მაშ ასე, რასთან უნდა ვატაროთ ქვედაბოლო.
გრძელ ქვედაბოლოს, პირველ რიგში, უნდა შეუხამოთ პრაქტიკული და ლამაზი ფეხსაცმელი. ბოტილიონები მაღალ ქუსლზე კომპოზიციის ღირსეული დამატება იქნება. ზაფხულში მოუხდება და ძალიან პრაქტიკული იქნება, თუ გრძელ ქვედატანთან დაბალძირიან ან ე.წ. ტანკეტკა სანდლებს ჩაიცვამთ.
როგორც იცით, გაზაფხული–ზაფხულის მთავარი ტრენდი ჰაეროვანი ქსოვილები და მკვეთრი ფერებია. აირჩიეთ თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი, ფირუზისფერი. კაშკაშკა ფერისა და მსუბუქ, მოფრიალე გრძელ ქვედაბოლოში თქვენ მომაჯადოებელი იქნებით.
აუცილებელია იცოდეთ, რომ ასეთი ქვედაბოლო არა მარტო აწვრილებს წელს, არამედ სილუეტს აგრძელებს კიდეც. მთავარია, დაიცვათ ერთი მნიშვნელოვანი წესი: რაც უფრო მასიური და გაშლილია ქვედატანი, მით მოკლე და ნაკლებმასიური უნდა იყოს ზედატანი.